ირაკლი გოგოხია – ჰაიკუები

ჰაიკუ, ჰაიკუ, ჰაიკუ.

აი, კუ, აი, კუ ყვირის პატარა

და თითს იშვერს ჩემსკენ.

***

კარები გააღე და გარეთ გადი,

კარები ღიაა,

გარეთ ვერ გახვალ.

***

წვიმას აპირებს,

აი, იქ,სოკოებისკენ გავიქცეთ,

სოკოებს ქალები თავს აფარებენ.

***

გველის ნაკბენი ჩამოვიბანე,

მე სამოთხეში დამაბრუნებენ.

***

დავრბოდი,

დედამიწას ვატრიალებდი.

***

ანუ თქვა მან

და ანუ კიმ ფეხზე გაიხადა.

***

შორს ხარ,

შენ სურნელს ვყლაპავ,

ირგვლივ ყრია შენზე ფიქრები.

***

გთხოვე თმები იმ ფრად შეგეღება,

შენ კი თმები იმფრად შეიღებე.

***

მითხრა: „მიყვარხარ“

ვუპასუხე არ დალპე-თქო

და მარილი თავზე გადავაყარე.

***

გათხოვდა,

მივულოცე და გამოთხოვდა.

***

„რა გახსოვს?“ მითხრა ფსიქიატრმა,

„მახსოვს, რომ არაფერი არ მახსოვს“

ვუპასუხე ფსიქიატრს და ვაშლი ჩავკბიჩე.

***

ქალი პარკში გაშიშვლდა,

პარკმა სისველე იგრძნო

და მზეს მიეფიცხა.

***

რომ არა ჰიტ ლეჯერი

და კურტ კობეინი,

ცოლს მოვიყვანდი.

***

სანთლები ანათებენ,

ჩემი ლოცვები ცოდვებთან იწვის.

***

შურიანი დედა შვილს კვლავ ატყავებს,

ყრუ გალობა ანგელოზების ციდან ჩამოდის.

***

ვაზელინში იბანავა,

მზის სხივებს ირეკლავს მისი სხეული,

ის თვალისმომჭრელია.

***

ჯერ თქვი, მერე დაფიქრდი,

როცა ამას ისწავლი,

პირიქით სცადე.

***

გვირილას კაბა ჩაიცვი,

მე მინდა დაგრგო.

***

ბებიამ შვილიშვილს სახეზე შეეხო,

„ბაბუაშენის ნაკვთები გაქვს“
***

გუშინ ტრაქტორი გავარემონტე,

ახლა ყველაფერს გადავხნავ.

***

„წარმატებული ადამიანი ვარ,

ჩემს განავალს ფოტოს უღებენ“

თქვა და ტუალეტისაკენ გაეშურა,

ჟურნალისტები ნაკვალევს მიყვებიან.

***

„თაგვა თხარა, თხარაო…“

„აქაა“ დაიყვირია არქეოლოგმა

და მიწაში ჩაყვინთა.

***

„ისმინე სწავლის მძებნელო…“

„ჰო, აქ ვარ“ უპასუხა ბიჭუნამ,

წიგნი დააგდო და ხმისკენ გაექანა.

***

კუ ჰაიკუს წერს,

კუ ჰაიკუს კითხულობს,

მე და შენ კუები ვართ.

***

ბრმა ტურისტებს

გზას იქით უთითებს,

ხილულებს სძინავთ.

***

სიყვარული,

გავიმეორე კიდევ ერთხელ

და ცარიელ ოთახს თვალი შევავლე.

***

  • როჯერ!
  • როჯერ დედ!

მომაკვდავ დედაბერს თამაშის ხმა ნერვებს უთხრის.

***

ვწყვეტ წერას,

ქათამი იწვის,

უნდა დავეხმარო.

 

2

«ხარი ხართან რომ დააბა…»

«ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეთ»

***

ბავშვობაში ვარსკვლავთმრიცხველობა მინდოდა,

მაგრამ, როდესაც შევამჩნიე

რომ ისინი იყვნენ ბევრნი,

ფეხის თითები გადავითვალე.

***

თეთრი კატა თათებს ილოკავს დასავლეთისკენ,

ოდნავ გვერდით, კაცი წვერებში

საკუთარ თავს თვითმკვლელობისთვის ამზადებს,

დალახვროს ეშმაკმა, მზის ჩასვლას მაინც დალოდებოდი.

***

შუბლი მიცივდება,

ეცადე გაცივებამდე ტუჩი მომადო,

ცივი ტუჩი გაქვს, გაწიე.

***

ტბა ცას ირეკლავს,

ახლა მე და შენ ცაში მივცურავთ.

***

მწვანე ფოთოლი, მიწებებული ხეზე, მოწყდა,

ქვევით დაეცა,

მესმის კივილი.

***

ღრმად ისუნთქე, გაიჭინთე,

ერთით მეტსა და ერთით ნაკლები

ადამიანის უფსკრულებს შორის

დედამიწა ნელა მიგორავს.

***

  • რამ აზიდა ქვები პირამიდებად?
  • და ბაბილონი?
  • ღმერთს არ უნდოდა.

***

ჩრდილს მივუყვები,

ვფიქრობ: აი, რა სურთ მათ.

ვანილის ნაყინი ბიჭუნას ცხვირზე ადნება.

***

მზემ დღეს პირი შვიდჯერ დაიბანა,

ჩვენ ზეგაც არ გვეცოდინება რა აბინძურებდა მას.

***

პატარა ბავშვი კუტუს ზევით სწევს

და ფსამს და ამბობს:

«ცა მინდა დავასველო»

***

ისე ჩაიცვი, რომ შენს გახდაში

თავს დაგვათენდეს.

***

დედას ვეჩხუბე,

მან ის პერანგი გარეცხა

შენი უკანასკნელი სურნელი, რომ შერჩენოდა.

***

აქ არ წვიმს,

სანამ წვიმას არ იშოვი,

შენთან არ მოვალ.

***

ქარია,

მინდვრები, ხეები, ფოთლები ირხევა,

შენი თმები მეყრება სახეზე

და მე მზად ვარ ვიცხოვრო ქარში.

***

ვარსკვლავებით მოჭედილ ცას თითით ვეხები,

ჩემო გოგონავ,

შენი ჭორფლები ისევ ციმციმებენ.

***

ჰო, მე ასეთი ვარ,

თუ სხეულზე მურაბას დაისხამ,

მე შენთან ყველა მწერზე ადრე მოვირბენ.

***

აივანზე ვზივარ, მთვარეა დიდი,

სზეულზე თეთრად მეფინება,

ფეხს ზევით ვწევ და სახეს ვუფარავ.

***

ბედნიერება ყურზე მიმაგრებული სიგარეტია,

მაგრამ რატომღაც არ ეწევიან.

 

3

სიყვარულის გასაბერი, დიდი ბუშტი ეცემა,

მე გარეთ ვარ აივანზე, გამოდი შენც შე ჩემა.

***

ტყვიამ ფოლადი ვერ გახვრიტა,

შალის ნაჭრიდან ძუძუს თავები გიჩანს ლამაზო.

***

ზღვაში ლიფსიტებს ჩუმად დავიჭერ,

თუ პოსეიდონს დაეძინება.

***

გათენდა,

შენი ფეხის თითებიდან მზე სხივებს ატანს.

***

ზღვაში კენჭებს ვყრი,

სანამ არ ავავსებ სულ მეყვარები.

***

ჩვენს ბავშვებს შიათ,

კიტრის ფულიც არ დარჩათ სახლში,

შენ კი ზიხარ

და თხლად დაჭრილ კიტრის ნაჭრებს სახეზე იფენ.

***

გულმკერდზე ბალახი ამომივიდა,

ნიავი ბალანს ლამაზად არხევს.

***

შენი სხეული გრძელი კაბელია,

საიდანაც ჩიტები სიცოცხლეს მიყვირიან.

***

მე დაგეხმარე კვერცხი დაგედო,

შენ კი კვერცხის ანაბარა მარტო დამტოვე.

***

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s