შონ აბრამი – ლექსები

 

***

როცა დადგება დრო
და რედაქტორები
დაიწყებენ ჩემი ლექსებით მასტურბაციას,
და მე,
ვალერი ნუგატოვივით დავიწყებ
ამ ყველაფერზე წერას,
გთხოვთ არ გამაკრიტიკოთ.
გთხოვთ არ შეეხოთ ჩემს დამოუკიდებლობას.
რადგან მე ამის უფლება მექნება
პოეტური კონსტიტუციით.
რომელიც შემქნა ჩარლზ ბუკოვსკიმ
და არა ლევან ვასაძემ.
ნუ შეეხებით ჩემს გარდასახულ სულს,
რადგან ის იქნება მარტივი.
და მას არ დასჭირდება ზედმეტი პროცედურები.
ის იქნება მშრალი,
როგორც ცუდად მოხარშული კარტოფილი,
და უხვი,
როგორც ქართული მიწა.
როცა დადგება დრო
და რედაქტორები
დაიწყებენ ჩემი ლექსებით მასტურბაციას,
სულაც აღარ მივაქცევ მათ ყურადღებას,
აი აი ნიშნები,
მგონი მალე დავიწყებ ვალერი ნუგატოვივით წერას.

 

 ***

დედამოტყნული დღეები ჭარბობს.

ხანდახან ვფიქრობ,

რომ არა ყოველდღიური სამსახური,

დამეწყებოდა შიზოფრენია.

მე ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ვარ,

ვერ დავდგები ნახატებისა და ლექსებივის წინაშე,

ვერ გავუსწორებ მათ თვალს,

და ვერ შევჭამ, ვერ დავღეჭავ, ვერ გადავყლაპავ.

მაგრამ ხშირად მიფიქრია პირიქით.

გამოვკეტილიყავი საკუთარ თავში

და ყოველ წამს მეცხოვრა იმით, რაც მსიამოვნებს.

 

დედამოტყნული დღეები ჭარბობს,

დღეს მამაჩემის საფლავის ქვის ასარჩევად ვიყავით.

მე ვერ შევესწარი მის სიკვდილს,

თუმცა ყოველ დღე მიტრიალებს ის კადრები,

თუ როგორ მოხდა ეს.

დარწმუნებული ვარ ერთი ერთში ემთხვევა,

დარწმუნებული ვარ მეც იქ ვიყავი და არა გზაში.

 

დედამოტყნული დღეები ჭარბობს,

აღარაფერი აღარ მახარებს,

თვალებზე იფარებს ჩემი ძაღლი თათებს,

და მე ვწევარ საკუთარ თავში.

 

 

 

მერილუ

 

მერილუ,
არის ქალი.
გრძელი წითური თმით და
მოვარდისფრო ნათელი თვალებით.
ის გაბოზდა როდესაც მიატოვეს,
და სჭირდებოდა ფული.
მას არ ქონდა ძალა, რომ
ჩაეცვა მონაზვნის ფორმა
და ეცხოვრა ჰარმონიულად.
მან ვერ მიიღო განათლება,
თუმცა დედამ ასწავლა წერა-კითხვა.
მამამ ასწავლა ლიტერატურა,
ცხოვრებამ კი ასწავლა,
როგორ ეშოვა ფული.
მერილუ,
იყო ჩვიდმეტის,
როცა მამამ მოუკლა დედა.
(როცა მამამ დაინახა,
როგორ ტყნავდნენ მის ცოლს)
კარებს ამოფარებული მერილუ უყურებდა,
თვალებში ცეცხლჩამდგარ მამამის,
მან ჯერ მოკლა საყვარელი ქალი,
შემდეგ თავის ბავშობის მეგობარი ჯიმი და მიხვდა,
რომ ვეღარაფერი გადაარჩენდა.
მერილუს მამამ აიღო დანა და
ამოიჭრა თავის სიყვარულით სავსე გული,
შეიძლებოდა უკეთესი სუიციდიც,
თუმცა ამ კონკრეტული შემთხვევისთვის,
იდეალური სტილი შექმნა.
მერილუ დარჩა მარტო,
საკუთარ ტკივილთან მარტო,
უწმინდურ ცხედრებთან მარტო.
მერილუ ვერ გადაიხდიდა ბინის ქირას,
ამიტომ მისი პირველი კაცი გახდა ბინის პატრონი.
ეს თავისთავად მოხდა,
იყო 31 აგვისტო,
მერილუ თავის ჩითის კაბაში გამოწყობილი,
იჯდა სარკესთან,
აკვირებოდა ჯერ კიდევ ბავშურ,
თუმცა საკმაოდ წამოზრდილ მკერდს,
ხორბლისფერ ძუძუსთავებს,
და ფიქრობდა,
ნუთუ შეიძლება ეს ყველაფერი,
გამომადგეს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

კიმი აგრესიულად ეუფლებოდა მის სხეულს,
ის იყო პირველი,
ვინც გახსნა კარიბჭე.

მერილუ განადგურდა,
თუმცა მისმა სხეულმა მიიღო საწადელი.
ის რაც ჭირდებოდა,
ის რაც ასე მარტივი იყო.
ის რასაც ასე ადვილად შესაჩვევი იყო.

მერილუმ ჩაიცვა უფრო მოკლე კაბა,
ვიდრე აქამდე ეცვა.
მოიხდინა უფრო მოკლე დეკოლტე,
ვიდრე აქამდე შეეძლო ეტარებინა,
და მის თვალებში აენთო,
ყველა იმ ძუკნას თვისება,
რომელსაც აღარაფერი აინტერესებს,
დოლარების გარდა.

ის მოეწონა საროსკიპოს უფროს
და პირველი თავად დააგემოვნა.
არ ეყო ერთხელ,
არ ეყო ორჯერ,
და მესამეჯერ როცა მიხვდა რომ აღარ შეეძლო,
ცემა დაუწყო.

მერილუს შეეშინდა.
თუმცა არ უყვირია.

ყველაფერმა ჩაიარა.
საროსკიპოს უფროსი მაიკლი დაკმაყოფილდა.
მერილუც დაკმაყოფილდა,
როცა მის საცვალში ორას დოლარიანი შეაცურეს.

ასე მიდიოდა დღეები,
კლიენტიდან კლიენტამდე.
მერილუ გამთენიისას ბრუნდებოდა სახლში,
ივლებდა შხაპს და იძინებდა.

ხუთჯერ გაძვალტყავდნენ ხეები,
და იდგა შემოდგომის,
ჩვეულებრივი საღამო.
მერილუმ არ ისურვა სამსახურში წასვლა.
მერილუმ აღარ ისურვა სექსი.
მას მოუნდა უბრალოდ,
ამ ფულის გარეშე დაწოლილიყო ადამიანთან.
დაწოლილიყო ყოველგვარი სექსის გარეშე.
აღგზნების გარეშე.
დაწოლილიყო სახე სახეზე მიდებული,
ხელი ხელ გადაჯაჭვული,
სუნთქვა სუნთქვაში გადაბმული,
სრული ჰარმონიით დაწოლილიყო ვინმესთან.
ამგვარ ოცნებებში წასულ მერილუს,
ბინის კარებზე არტყამენ ფეხებს,
და სურს შეღწევა
რამენიმე განრისხებულ მამაკაცს.
მათ შეაღწიეს.

მერილუ იწვა,
სამივე კაცი ეუფლებოდა მის სხეულს.
სამივე კაცი ულოკავდა სველ საშოს,
და ბოლოს
როცა სამივეს თავი დახრილი ჰქონდა,
მერილუმ
ბალიშის ქვეშ დამალული თავისი დანით,
დაირტყა გულში,
დაირტყა ერთხელ,
დაირტყა ოჯერ.

ისინი ვერაფერს მიხვდნენ,
სანამ
პირში სისხლის გემო არ იგრძვნეს,
მერილუს გაყინული სისხლის,
დამპალი,
უკვე დედამოტყნული სისხლის.
ისინი უწოვდნენ მერილუს ცხედარს,
რამდენიმე წუთი.
სანამ მიხვდებობდნენ,
რომ შარში იყვნენ და სასწრაფო უნდა გაქცეულიყვნენ.

მერილუს სხეული დარჩა სრულიად მარტო.
ის აყროლდა,
ყველაფერი რაც კაცებს ასე მოსწონდათ რამდენიმე საათში დალპა.

მერილუს სული გაეცალა ყველას და ყველაფერს,
ის მიფრინავდა ძალიან მშვიდად
და ცაზე წითელ ზოლს ტოვებდა,
ზოლს რომელსაც მისი მფარველი ანგელოზი ვერაფრით შლიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s