ლიკა ცინცაძე – არ მესმის ადამიანების

არ მესმის ადამიანების, არ მესმის მათი არსის..მთელი ამ პერიოდის მანძილზე რაც ადამიანებზე დავიწყე ფიქრი მივხვდი , რომ ჩვენ არამარტო სიმართლეს გავურბივართ არემად იმასაც რაც გვჭირდება და გვიყვარს. დავდივარ ხოლმე ქუჩაში ვუყურებ ადამიანებს და ვფიქრობ რა სურთ მათ ან რაზე ფიქრობენ..

მძულს ჩვენი “საამაყო” ისტორია სადაც ერთმანეთს ტერიტორიების გამო ხოცავდნენ სხვადასხვა ხალხები საუკუნეების განმავლობაში და ახლაც ასე გრძელდება.

მძულს რომ საამაყოა სისხლით შეღებილი მთების აღწერა და მტრის მოჭრილი მარჯვენა.

რამდენი ბოროტებაა ადამიანებში, რომელთა უმრავლესობასაც ღმერთის სწამს , დადის ტაძარში, მარხვას იცავს ყოვლად წმინდა მამაოს კურთხევით და კიდევ უამრავი რიტუალი სულის გადასარჩენად …თუმცა რა მიკვირს.

ალბათ გამომეხმაურებიან ფანატიკოსი “მორწმუნეები” და შემიცოდებენ ან კიდევ ჩემთის ილოცებენ მამაოს თანხმობის შემდეგ რაღათქამუნდა.. შეიძლება მამაომ ლოცვებშიც მომიხსენიოს , როგორც ღმერთის გზას აცდენილი…ჩემი მეშვეობით ეკლესიაში რამოდენიმე სანთელი გაიყიდება მორწმუნეებს კი ეს სიკეთე მადლში მიემატებათ..

ადამიანები ყველაფერს ისე იგებენ როგორც აწყობთ.მთელს ცხოვრებას ძალაუფლების მოხვეჭაში ან სახელის დამკვიდრებაში ატარებენ, როგორც ღვთის მოშიშნი.

კიდევ კარგი ფულით სიკვდილის მოსყიდვა არ შეიძლება თორემ რა აიტანდა საკუთარ თავზე შეყვარებულ ნაგვებს 300 წელი.. თუმცა სიკვილსაც სჭირდება ცოტაოდენი ძალაუფლება , რადგან ჩვენს დროში მიწა თუ არ გაქვს მესერით შემოღობილი და მარმარილოს ქვა შენი სურათით პრაქტიკულად ვერ მოკვდები.

რა ეშველებოდა სამყაროს ღმერთის გარეშე , ღმერთი ხო ერთადერთია რომელიც ხელის გაუნძრევლად მოგცემს ყველაფერს მთავარია სანთელი აუნთო , ილოცო და მამაოს მანქანა უყიდო ისიც ხო ცოდოაა .

ვუყურებ ბრბოს და მათ მზერაში ჩანს კაციჭამია რომელის ამოგაცლის სულს თუ მასზე უკეთ იგრძნობ თავს ან მის სიტყვას შეეწინააღმდეგები .

ხალხს სჭირდება აზროვნება .

ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი სამყარო , ომის , სისხლის ,ფანატიზმის დაკაცის კვლის გარეშე.

ტრაკში გაიკეთეთ ატომური ბომბები და იარაღები. ჩვენ მხოლოდ აზროვნება და ერთმანეთი გვჭირდება .

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s