გიორგი ბებიაშვილი – გამოფხიზლება

გამოფხიზლება

მიუტევე ადამიანებს,

რომლებიც ემსგავსებიან სათამაშო თოჯინებს,

მიუტევე მშობლებს,

რომლებიც ყვებიან სევდიან ამბებს

სხვადასხვა თოქ-შოუში.

მიუტევე მეგობრებს,

რომლებსაც აღარ ახსოვხარ,

ან იქნებ, არც არასოდეს გყოლია ისინი.

მიუტევე შენს დამრიგებელს,

რომელიც გაძალებდა იმის გაკეთებას,

რაც არ ყოფილა შენი,

მიუტევე ოთახს,

სადაც იწერებოდა შენი უხარისხო ლექსები

და დაიფქვა სიმშვიდე,

მიუტევე მკვლელს,

რომელმაც ვაზნების მარაგი შენს ტვინზე დახარჯა,

რადგან კითხულობდი საკუთარ თავს,

მიუტევე დაობებულ სხეულს,

რომელიც დალპა ჩაძინებულ სიყვარულში,

მიუტევე მსოფლიო მაცხოვრებელს გაბზარული გული,

ან ცეცხლი წაუკიდე მათ უთავბოლო არსს.

მომიტევე მეც  ჩემი სხვადასხვა რელიგური ექსტრემიზმი,

რომელშიც დღითიდღე ვირთობ ან ვითრობ თავს.

მომიტევე არაცნობიერი საქციელის ტერაქტები,

და რწმენადაკარგული მიაღწევ ღრმად ჩემს ქვეცნობიერში.

მეც ვატყობ,  იმდენად გავერთე სხვადასხვა ტანჯვაწამებით,

რომ დავკარგე რწმენის ფერი,

თუმცა არ მახსოვს, ზუსტად რისგან შედგებოდა მისი მნიშვნელობა,

და მე ვხვდები, მივიღე უზომო სიძულვილი ყველაფრის მიმართ,

მე გავხვდი ნიჰილისტი,

დავემსგავსე სოციალურ აქტს,

რომელმაც დაამსხვრია სულის ღიმილი,

და სახრჩობელაში ვუყრი თავს.

მომიტევე ეს სივრცე,

რომ არ ვუკრა წიხლი საუკუნეს,

სადაც აღსრულდა ასე, ამგვარად დაღლილი სული.

საერთაშორისო ომი

დედაჩემი გარდაიცვალა სიმსივნით

ჩემი გაჩენიდან ორ წელიწადში.

მამაჩემი გარდაიცვალა გულის შეტევით

1999 წელს.

ჩემი საუკეთესო მეგობარი გარდაიცვალა ერაყში,

ერთ–ერთი ტერაქტის დროს.

ჩემი ქრისტე ჯვარს აცვეს

ქვეყნის დამოუკიდებლობის ჟამს,

ჩემი საცოლე გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად,

როდესაც ჩემს სახლში მოდიოდა,

და  ბებიაჩემი ნერვიულობას გადაჰყვა,

ზედმეტი ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღებისგან

ვიღაც უცნობ გოგოს ჩემ თვალწინ ავტომობილმა დაარტყა

წითელ შუქნიშანზე.

ქვეყნის სასწავლებლები ააფეთქა

ისლამურმა სახელმწიფომ

და გახარებული ბავშვები მათ შეუერთდნენ.

მოხდა საერთაშორისო ომი!

ის ბავშვები,

რომლებიც ქვეყანამ შეიწირა,

გმირებად აღიარეს და

პანთეონში დაკრძალეს,

თუმცა რისთვის,

არავინ იცის,

ხოლო ისლამისტემის გვამები გაანადგურეს,

მძინარე ფრაგმენტებივით,

და მათ მშობლებმა

სტრუქტურული საფლავები ააგეს!

წლების შემდეგ მწუხარებამ დაიძინა

და სიძულვილი გაჩნდა,

რის შემდეგაც დავიწყე საზოგადო კოდის ძიება,

რადგან ფუნქტუალური სიყვარული აშენებულიყო

და ჩემი სახელი, სამომავლოდ, ოქროს სახელით ჩაწერილიყო,

დავწერე სხვადასხვა კანონპროექტი,

რომ ისინი არასწორად იყენებდნენ უფლებებს,

რომ ისინი ტერორისტები იყვნენ,

რომ ისინი ვეღარაფერს გრძნობდნენ,

რომ ისინი საკუთარი თავის მორალს სცდებოდნენ,

და ქმნიდნენ გაუაზრებელ ზღაპრებს,

ჭამდნენ საკუთარ თავს.

ჭამდნენ საკუთარ ხორცს,

სვამდნენ საკუთარ სისხლს.

და ერთ დღესაც მე გავხდი

სრულყოფილი პირველი პირი,

და მე შევცვალე

სასტიკი პროლეტარები,

აგრესიული მოხუცები.

მათ არ სურდათ კომპრომისი,

თუმცა მე ვთვლიდი,

რომ მსგავსი ცვლილებები

იყო საშინლად მოსაწყენი

და არათანმიმდევრული.

როდესაც დავფიქრდი,

თუ როგორ მოილტვოდა

ხალხი ჩემ მიმართ სიყვარულით,

მე ჩავუღრმავდი საკუთარი თავის მარტოობას,

ნელ–ნელა ვგრძნობდი აღარ მქონდა

განსაკუთრებული მისიები,

განსაკუთრებული განცდები.

და ხალხი აყვირდა:

მოკვდა! მოკვდა! მოკვდა!

თითოეულ სიტყვაში ყმული იგრძნობოდა,

და მათ ვუსმენდი ჩუმად.

ქვეყანა კი ნელ–ნელა იცვლებოდა,

დალაგებული–

ირეოდა,

დალაგებული –

იშლებოდა…

იყო, და არა

იყო რა…

სიფხიზლის მონოლოგი

ფიქრების წყვეტა –

ეს ის პროცესია,

რომელიც, შეიძლება, ჩაითვალოს

ყველაზე დამღლელ პროცესად,

თუმცა ადამიანებს არ უყვართ ფიქრი,

და ამიტომ ისინი

ხშირ შემთხვევაში თავისუფლად გრძნობენ თავს,

რომელთა ოთახებშიც გამალებით ისმის კვნესა,

მათ ,შეიძლება, ვუწოდოთ შუშის ფიტულები,

მსუბუქი მოკავშირეები,

ან სულაც – დროთა აკვარიუმი,

რომელიც სავსეა მოსაწყენი საათის ისრებით.

და ამით ისინი ირჩენენ თავს,

გარბიან,

ყვირიან,

გარბიან,

ყვირიან.

ერთმანეთს უმიზნებენ რევოლვერს

და ჩუმ-ჩუმად პორნოვარსკვლავებს უკეთებენ მინეტს,

შემდეგ ისევ ბრუნდებიან წარსულში,

გარბიან,

ყვირიან,

გარბიან,

ყვირიან,

და თითქოს ჩემი დაწერილი სიტყვები ესმით,

მეშინია, ერთდროულად არ გადაწყვიტონ,

რომ რევოლვერი მეც დამიმიზნონ

და მათი ნებით მეც პორნოვარსკვლავი გავხდე,

თუმცა საკუთარ თავში ვფიხზლობ,

და მათ ვუღიმი,

შესაძლოა, სიფხიზლე ჩავთვალოთ,

როგორც გემრიელი სასმელი

ან ნარკოტიკი.

და აი, გავედი ბოლოში,

ბევრი ვეცადე, დამეწერა სიყვარულზე

და არა საკუთარ თავზე,

მელაპარაკა სხვებზე

და არა ჩემზე,

თუმცა არ გამომივიდა.

ამ ყველაფერს კი, შეიძლება, ვუწოდოთ ხელოვნება

ან თუნდაც პოეზია.

ფიქრების წყვეტა – როგორც ხელოვნება,

პროცესი – როგორც ხელოვნება,

ადამიანები -როგორც პოეზია,

თავისუფლება – როგორც ხელოვნება,

კვნესა – როგორც პოეზია,

შუშის ფიტული -,როგორც ხელოვნება,

მსუბუქი კავშირი – როგორც ხელოვნება,

დროის აკვარიუმი – როგორც ხელოვნება,

საათის ისრები – როგორც პოეზია,

სირბილი – როგორც ხელოვნება,

ყვირილი – როგორც პოეზია,

მიზანი – როგორც ხელოვნება,

რევოლვერი – როგორც პოეზია,

პორნოვარსკვლავი – როგორც პოეზია,

მინეტი – როგორც კუნილინგუსი, ხელოვნება და პოეზია წარსული – როგორც პოეზია,

სირბილი – როგორც ხელოვნება,

ყვირილი – როგორც პოეზია,

სიტყვები – როგორც ხელოვნება,

შიში – როგორც ხელოვნება,

სიფხიზლე – როგორც პოეზია,

ღიმილი – როგორც ხელოვნება,

სასმელი – როგორც ხელოვნება,

ნარკოტიკი – როგორც ხელოვნება,

სიყვარული – როგორც ხელოვნება,

საკუთარი თავი – როგორც ხელოვნება,

სხვები – როგორც ხელოვნება,

ხელოვნება – როგორც პოეზია,

პოეზია – როგორც ხელოვნება.

მიწისქვეშა სადგური

მე დაუდგენელ წესებს ვწერ,
და ყოველ დილით
დადგენილ წესებს
სხეულიდან ვიბან,
სადაც ცხოვრება
ყოველთვის მარტივი იყო,
და მე ვფიქრობ
შენც როგორ გაიძულო
ასე მოიქცე.
მე ასეთი ვარ,
როდესაც ჩემსკენ დევნი
ფანატიკოსებს,
ან ცოდვილებს.
მოდი,
ერთხელ სცადე
ჩემი მოსმენა,
რომ მოგიყვე აბსტრაქტული ამბები,
ჩემს თავთან მოახლოვებული,
რომ მე მეძინა ლოთების სასახლეში,
კერძოდ კი (მიტოვებული მატარებლის ვაგონში),
სადაც გადიოდა დღეები
და მათ ვემსგავსებოდი მეც,
სადაც ვკარგავდი თავს.
და ყოველ დღე ვხედავდი
სხვადასხვა გვამებს,
სხვადასხვა ლეშებს,
სხვადასხვა გაყინულ კაცს,
სხვადასხვა დამპალ ჩონჩხს,
და ამდენი უცხო ამბის შემდეგ
ვფიქრობდი სუიციდზე,
სახრჩობელაზე.
და ჩემს დაშლილ სხეულზე,
თუმცა გამოჩნდა ადამიანი,
ერთ მშვენიერ დღეს,
რომელმაც ხელი ჩამკიდა,
რომელსაც ერთ დროს ვყვარებივარ,
და თურმე ეს შენ ყოფილხარ.
მე, რომ დაგტოვე სიჩუმეში,
სადაც მხოლოდ მკვდრები სეირნობდნენ,
ტრაგედიებით სავსენი
და მე დღეს შენს სახეს ვეთამაშები,
წარმავალი ქარიშხალივით,
სანამ განმეორდება
მსგავსი ისტორია
მიწისქვეშა სადგურში.
ნეგატივი
ყელშია თქვენი გამოხედვა,
ყელშია თქვენი დღეები,
ყელშია თქვენი რჩევები,
ყელშია თქვენი პოეზია,
თუ შეიძლება მათ ვუწოდოთ
საერთოდაც პოეზია!
ყელშია თქვენი სიცოცხლე
და სიკვდილის ქრონოლოგია,
ყელშია თქვენი არსებობა,
ყელშია თქვენი ნესტიანი სუნთქვა,
ყელშია თქვენი ლექსების ტრფობა,
ყელშია თქვენი ბანალური უბრალოება,
ყელშია თქვენი ხმაურის დოზა,
ყელშია თქვენი დედების ლოცვა,
ყელშია თქვენი სიცრუის სევდა
და გამზადებული სიყვარული.
ყელშია თქვენი ყალბი გულის ანთება,
ყელშია თქვენი გაუაზრებელი ბედნიერება,
და რამდენად ყლეში ხართ
ესეც ყელშია უკვე,
ყელშია თქვენი შეცდომები,
ყელშია თქვენი ლორწოვანი ფიქრები,
თქვენი მოგონილია ტყუილის ეფიტაჟები,
და რამდენად ყლეში ხართ,
ესეც ყელშია უკვე,
ყელშია თქვენი უსაქმო დღეები,
ყელშია თქვენი სოციალური თავშესაფარი,
ყელშია თქვენი სისხლიანი თავები,
ყელშია თქვენი კოშმარები,
ყელშია თქვენი ტკივილების თამაში,
ყელშია თქვენი დაბურული სიზმრები,
და რამდენად ყლეში ხართ,
ესეც ყელშია უკვე.

ბ-ანალური ლექსი

მე შემიძლია ვწერო
ზედმეტად ბ-ანალური
და მარტივი ლექსები,
მე შემიძლია შეგახსენოთ სიყვარული,
თუ ის ძლიერია
და ამასთანავე რთული.
მე შემიძლია ვხედავდე მარადისობას,
წავიკითხო თქვენი აზრები
და წაღმა შევხედო ყველაფერს,
მე შემიძლია ვისაუბრო მარტივად,
რომ მძიმე აქცენტი მოვიშორო თავიდან,
ხოლო ეს მაშინ,
როდესაც წერას დავასრულებ
სიფრთხილის გარეშე.
და დღეს კვლავ შემიძლია
გავაჩერო დედამიწა,
რომ ადამიანებს შევუწყვიტო
არც თუ ისე სასიამოვნო ცხოვრება,
მე შემიძლია შევქმნა
დაბინძურებული ურთიერთობების ახალი ტენდი,
მე შემიძლია ვიყო თავზარდაცემული
ან არეული ვარსკვლავი
ცის ზედაპირზე,
მე შემიძლია ვიყო მარტივი,
ისევე როგორც რთული.

არეალი

შენ შეიძლება დაწერო ისტორია,
სიცრუისა და მშვიდობის შესახებ,
შენ შეიძლება მუდამ წუხდე,
როგორც ქალაქის მტვერი,
ისევე, როგორც მთვარე
და მზე,
ისევე, როგორც სიკვდილი.

შენ შეიძლება ისროლო ტყვიები,
შენ შეიძლება მომჭრა თვალები,
შენ შეიძლება მომკლა
შენივე სიძულვილით
და ჩემს დაკრძალვამდე
შენთვის გავამზადებ
სიცილის ნაღმებს,
რომელიც დასცინებს შენს სირცხვილს,
და მე ყოველთვის დავრჩები მზარდი,
როგორც წარსულის ფესვი,
მე ყოველთვის დავრჩები მზარდი,
მე გავხდები შავი ოკეანე,
ფართო და ტალღისამებრი,
რის გამოც მივმართავ
მძაფრ ტერორს
ან შიშს.
მე ყოველთვის დავრჩები მზარდი,
როგორც იმედის მონა,
როგორც ოცნების წყევლა.

საკურა

მე ვკითხულობ
შენი გაზაფხულის
წმინდა ჰაიკუებს,
თვალები ვერ წყდება,
ო, როგორია
ამ დროს ინდიგო ზღვა
და შენი ტალღისამებრი სახე,
მას ყოველდღე ვხედავ
ჩემი ემოციების სანაპიროზე,
სადაც ჩემს თავს კატარღები მიუძღვებიან.
და ჯერ კიდევ ვცდილობ
მოვუსმინო რადიოს,
ყველა შანს ვუშვებ,
რომ ახალ ამბებს გავიგებ
შენი უახლესი კატასტროფის შესახებ.

ჩემთან ყველაფერია,
ჩემთან შენი საზრუნავი გაზაფხულია,
მშვიდი ალუბლის ხეები,
მშვიდი ზღვები,
მშვიდი ჰორიზონტები,
მკვრივი ორგანოები
და მე ისევ ვაგრძელებ
შენი გაზაფხულის
წმინდა ჰაიკუების
კითხვას,
და ვინაცვლებ
მეტრო სადგურისაკენ,
რომ გავიხსენო
შენი ელექტროენერგიული ხმაური
და წარმოვიდგინო,
როგორ გძინავს ვიღაცის ქალაქში.

 

ინსომნიას დოზა

ყური დამიგდე,
იქნებ გაიხსენო
კიბერნეტიკული დეპრესია,
ან ბინძური სექსი,
რომელმაც ნაგავსაყრელზე განიცადა
დემოგრაფია
და როცა მე ვფიქრობ ამ ყველაფერზე,
გარეთ წვიმს ან თოვს,
და საკუთარ თავს ყიდი,
მე კი ვცდილობ ჩაგჩურჩულო
ის რაც დაკარგე
მტვრიან ქალაქში,
როცა ეძებდნენ
მოსაწყენ,
სასუნთქ რეპროდუქციებს,
ჰუმანიზმური კავშირებისთვის,
და შენ კვლავ აგრძელებ ძილს
მიკარგულ ქუჩებში,
სადაც უცხო ვინმეს მისტირის.

შეუსაბამო საიდუმლო 

წვიმს და ვზივართ ავტომობილში,

ვსაუბრობთ დღევანდელი დღის და ამინდის შესახებ,

(ის ძალიან ბევრს საუბრობს ზოგად სოციოლოგიაზეც)

ფიქრობს, თუ როგორ გაიღიმოს,

როგორც უიმედო წყალი.

ფიქრობს, რომ ძლივს დგას, წყლის ზედაპირზე.

თვალებით შესცქერის, ავტომობილიდან ოდნავ მოშორებით

ცისფერ წვიმიან აუზს.

სიღრმეში ჩანს, თუ როგორ სწრაფად მართავს სუნთქვას

და ვხვდები დრო მოდის მის უხეშ თითებს ჩავკიდო ხელი,

რათა შევავსო ცივი სიცარიელე,

ვგრძნობ, თუ როგორ თბება მისი ბარძაყები,

პირველ რიგში ვიწყებ ნაზი ღიტინით

და ნელა ვეძიები მის ქვედაბოლოში

გლუვ, აბრეშუმისებრ კანის ქვეშ, კ

ნებას მრთავს, მის ფეხებში გამოვყო თითები,

და ითხოვს –

ოდნავ ნელა, რათა იყოს საკმარისი შეგრძნება ბაგესთან.

ეიფორიულ ალტრუისტულ სურვილი.

ღრიალებს შეუსაბამო აზრებს გარემოს წინაშე.

შესანიშნავია, შესანიშნავია, გამოვიდა…

 

წერილი

როცა ფიქრებმა წიხკლი უკრეს ხალხს,
როცა შენი სხეული ტირის,
და ცალკე მიუყვები გზებს,
როცა უსასრულოდ იკარგები,
როგორც მოსაწყენი პოეზია,
როცა ინსტიქტურად ქრები,
რომელიმე კოსმიურ ადგილას,
როცა ვიღაცას ეძებ
პროვინციულ ქალაქში,
ვინაიდან ახლოვდება აპოკალიფსი,
როცა ჩემი თავი
შენი მარტოობის ნარკოტიკია,
როცა დილას არ აქვს შუქი,
ანთებ ნათურებს
და იწყებ ორგაზმულ აქტზე ცნობისმოყვარეობას,
როცა სიზმრების ქარხანაში დაკგრძალეს,
სათითაოდ დაიშალა ღამის წყვდიადი,
და გარემო გახდა აუტანელი,
როცა ჩემს თავს
თავმოუბმელი პოლიცია დასდევს,
რომ მე წმინდა ვარ,
რომ მე და შენ განვსხვავდებით.
და აი აქ ვწყვეტ ჩართვით სიგნალებს,
რომელიც უკვე მიწის სიღრმეში
ყელში გაწვება,
და ჩემი რადიოტალღები აფეთქებისთვის ემზადებიან,
როცა სიყვარულის ბარიგები ციხისაკენ მიემართებიან,
რომ მათმა გრძნობებმა ვერ გაიარეს საერთაშორისო კონტროლი,
აგერ უკვე მერამდენედ,
და დრო დგება – ვიღვიძებ.
და ნუ ღელავ შენ,
ეს ყველაფერი სიზმრის დანართია,
და სანამ შენთან მოვალ ძილისპირულზე
მანამ ადექი საწოლიდან,
დაიბანე,
აადუღე ხსნადი ყავა,
მოუკიდე ერთ ღერს წყნარად
და ვინ იცის, იქნებ ამ სიზმრის შემდეგ
მე მაინც თბილ ადამიანად დავბრუნდე,
რომელიც შეგიმსუბუქებს
სიზმრის ტკივილებს
და აგავსებს მაგიური ინერქციით.

 

ლიკვიდაცია

კიდევ ერთხელ მოკალი ვინმე,
გაიმეორე შენი მოძრაობა,
გადატენე იარაღი
და ესროლე მათ სიჩუმეს,
ესროლე კათარძისიდან გამოსულ მოხუცებს,
ესროლე გამარტივებულ სულებს,
ესროლე ფრჩხილდაჭმულ ონანისტებს,
და სათითაოდ გათხარე საფლავები,
მანამდე კი გააგრძელე ეგოიზმი,
როგორც ტყუილი.
ესროლე წასვლის-წინ წამებს,
ესროლე მქადაგებლებს,
ესროლე მათ ცინიკურ თავებს,
და დაამსგავსე ისინი გატეხილ სათამაშოებს,
ესროლე იდიოტებს,
რომლებიც წარსულში შენს ფობიას მიზდევდნენ.
ესროლე ცხოვრების თეატრს,
ის ცვალებადია,
და ღამის ნაკადში გადაიხლართე,
ესროლე განდეგილებს,
არ წაგართვან თავი.
შენი სიკვდილი
მათი მისიაა.
სუიციდის ნაწილაკებით.
ან ანექსიით,
როცა მსოფლიო სექსუალური აქტით დაკავდება,
როცა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე
პარლამენტში შიშველი ივლის,
როცა სექტანტები ეკლესიებს დაარბევენ,
როცა ყველა გადარჩება
და ქვეყანა გადაიწვება.

ზამთრის ფიქრები

თოვლის ფესვები ესხმიან ჩემს ფანჯრებს
და მე მჯერა ჩემი სიზმრების,
რომლებიც დიდი ხანია მელოდებიან
საწოლის ქვეშ,
მე ვსვამ ბოლო ჭიქა ვისკს,
თვალებს ვხუჭავ,
და ვიმოსები ძილისპირულით,
მინდა ყველამ იცოდეთ,
მე – ანუ ნაგავი იატაკზე.
ათასობით ცარიელი ბოთლი,
მელნით გაღჟენთილი ფურცლები,
კოვზი და ჩანგალი,
რომლითაც დავაპირე გუგების ამოთხრა
და დაგროვება ცარიელი სივრცის,
ჩემი ოცნებები გაუქმდა
საყვარელ მეძავთან სიარულის დროს.
მე ვოცნებობდი სიყვარულის ტყვიებზე მეთამაშა,
შევხვდი გოგონას
და ის დაიკარგა ჩემს სურვილებში,
ჩემი სხეული იქცა სისხლის მდინარედ,
და მივხვდი ცხოვრების არსს,
მე დავიწყე ქუჩებში სიარული,
და ვეძებე თვალები,
რომლებიც შეხედავდნენ ჩემს სახეს,
და მე ვმღეროდი
მჯეროდა მოვხვდებოდი სამოთხეში,
ვიყურებოდი თოვლიან ფანჯრიდან
და ვხედავდი არავის.

***

მე უნდა წავიდე,
აქ ვეღარ დავრჩები,
შენ უბრალოდ არ შეგიძლია
გადამარჩინო,
რადგან მე არ ვარ კაცი.

გავრბივარ სხვადასხვა დროში,
და ვხედავ ჯოჯოხეთის ნაკადს,
ვაფიქსირებ ამ არეულობას,
თუმცა გამალებით ყვირი,
ცდილობ ხმები გამაგონო,
თმაგაწეწილმა,
თუმცა მე ვერ დავრჩები,
სიმშვიდე მაშინებს,
სიბნელის ციკლი მაგიჟებს,
შენ უბრალოდ უნდა იწამო,
რომ ოდესმე დავბრუნდები.
არ გაიღიმო,
ჩემი ემოციები არის სუფთა
და ჭეშმარიტი.

 

***
მე და შენ დავდივართ ღარიბთა ქუჩებში,
ამბობ – შენ იცხოვრებ აქ,
მხარზე დაყრილი მოწყენილობით ისწავლი შვებას,
და საუკუნის შემდეგ დაიბადები ხელახლა
მიტოვებულ ფსიქიატრიულში,
უცხო ლიმნისფერ სამყაროში,

მე და შენ დავდივართ ღარიბთა ქუჩებში,
ვამბობ – შენ იცხოვრებ აქ,
როცა ყველას დაავიწყდები
სიმარტოვის სიმყუდროვეში.

 

***

საყოველთაოდ მღერიან
სიყვარულის საფრთხეზე,
უპირობო და ბრმა ერგულებაზე.

***
ისინი ყოველთვის ერთად დგანან,
მაშინაც კი, როცა არ შეხვედრილან
დღის განმავლობაში,
არსებობს მისიები,
რომ აღემატებიან არყოფნას,
არსებობს სიახლოვე,
რომ შეარყიონ ერთმანეთი.

***
როცა თვალებს გაახელ,
გამყინვარება ხანმოკლე გახდება,
ყველა სიზმარი სათითაოდ ჩაგივლის
და ალბათ ერთერთს მე შევეჯახები,
იმ იმედით, რომ ბნელს გადავურჩები,
სადაც მელანდება არ დაწყებული ომი,
რომელშიც დიდი ხნის წინ ცხოვრობდი.

***
მე გთხოვ,
შეინახე კადრები მტვრიან კარადაში,
რადგან მაქვს მეხსიერების პრობლემა,
შენ კი თქვი,
რა თქმა უნდა
ჩვენი მოვლენები
ყოველთვის იქნება გათიშულ ტელევიზორში.

 

***

დუმილი ჩვენი არსობისა,
როგორც ჩვენ მივუტევებთ სიცოცხლესა.
და მე დავყვები საკუთარ ლანდს,
შენივე არსებობის,
ვინც აღმოაჩინა განსაცდელის სარკმელი,
ვინც აღმოაჩინა ჩემი მხრების სირბილე,
ან თვალებს შორის ნდობით სავსე დგომა,
ან არც კი იცი სახლში, როდის დაბრუნდი,
თუმცა იცი მიწისქვეშა სახლში თოვლი დადნა,
და დროა ყოველი ახალი მოსული დღე შეისწავლო,
ისე, რომ არ დაკარგო საკუთარი თავი,
ქუჩა,
ადგილი,
სადაც ხელთავიდან დაიბადე,
სხხვადასხვა ფერის სიზმარი,
გაშლილი ფრთები,
დუმილი,
მგრძნობიარე თმებს შორის.
ხორცშესხმული სხვივი
როცა ცრემლს გამოეყოფა,
ის უსიტყვო სახეს დაემალება,

***

შენ
აღარავინ გხედავს,
აღარავინ გცნობს,
აღარავინ გაჭმევს,
აღარავინ გარწევს,
აღარავინ გაძინებს,
აღარავინ გაძლევს
სითბოს,
რადგან აღარ გაქვს
ავადმყოფი გული.

***

დრო როლებს გაგვიცვლის,
მე შენი სახელით დავწვები,
შენ ჩემი სახელით დაწვები
და ჩვენი სახელებით ღმერთებს დავუჩოქებთ,
რომ დავიბადოთ ერთმანეთის ქუჩაზე.

***

შეიყვარო თავი ნიშნავს,
გახდე წმინდანი
და ყოველ დილით გაღვიძებდეს
საკუთარი სიტყვა-პასუხი
რათა იარსებო.

***

როდესაც აღარ ვიქნები ბრალდებული;
გავიხსენებ უფლის ემოციურ
და მისტიკურ ხილვებს,
გავიხსენებ
ინტიმურ ნაწარმოებებს
გაუქმებულ საუნებს
ყველა სხვადასხვა სქესის მეგობარს

და თუ როგორ არ მინდოდა
ომში წასვლა.

***
მე მსურს ჩემი ლექსები საუბრობდნენ,
უფასოდ მიბეჭდავდნენ წიგნებს,
ჩემი აზრები ხალხს ამძიმებდეს,
თუმცა სხვადასხვა გამომცემლობა თვლის,
რომ მე არ ვარ პოეტი,
და მაინც მივიღე იმდენივე ყურადღება,
როგორც პირობითი ერექცია,
ორგაზმის განვითარების დროს.

***
ჩემი გულის თოჯინები ფეხზე დგანან,
ხელების ნაცვლად ტყვიები უჭირავთ
და ისვრიან ირიბად,
თითოეულს ჰერბარიუმის სუნი აქვს,
თითოეული სივრცე ჟანგიან კრახს გავს
და ციდან ისმის უცნაური ხმა,
დაღვრემილი წუხილით სავსე.

***
თუ მოსაღამოვდა,
აიღე თამბაქო
და მოწიე ერთი ღერი,
ასე გაიყვან ცარიელ დროს,
აღარ შეხედავ საათის ისრებს,
წიკწიკი მოგაბეზრებს თავს
და ხელთავიდან დაიწყებ არსებობას,
იქ სადაც დუმილი ყავას სვამს.

***

ჩამხედე თვალებში და ნახავ,
როგორ ვკამათობ ყოველღამ
ჩემი ეჭვების ღმერთებთან.

***
შენ შეიძლება არ გწამდეს ჩემი,
როდესაც ვიღებ სამ რამეს,
ფულს, ნარკოტიკებს და ქალებს,
მე ვარ გზა და არ შეგიძლია შენარჩუნება,
მოხარული ვარ შენთან შეხვედრით.

    ჰაიკუები

 

***

ძველი ალუბლის ბაღი –
თავშესაფარი
მეზობლის ბავშვის.

***

მეეზოვე ქალი ქუჩას გვის.
და დახეულ ფეხსაცმელს
შემოდგომის სუნი ასდის.

***

დღე და ღამე –
მე არ ვიცი მათი განსხვავება,
ერთი-მეორე ბუნდოვანია.

***

უმოძრაო დღეს

ჩემი მეზობელი დაფრინავს

ნაპოვნი ფრთებით.

***

ანგელოზები ტირიან
ღია საფლავებიდან
დევნილები გარბიან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s