გიორგი ბებიაშვილი – როცა სისტემა გამოღვიძებას ელოდება

ერიდეთ

უცნაური ყოფა ისმის სახლებში,

სადაც იზრდებიან ოჯახის შვილები,

თვალებში ცრემლით

და პირში გაჩხერილი ყლით.

მათ

ერიდეთ როგორც შხამიან გველს,

როგორც შემზარავ კივილს,

როგორც დასისხლულ თვალებს.

მათი მიზანია ასახელონ

გაღიზიანებული

ბურჟუაზიული დედმამა

და კიდევ უფრო დაუმატონ

სარჩენალი.

ერიდეთ მათ ნაოჭიან ტვინს,

ერიდეთ როგორც წესრიგის მარჩენალს,

ერიდეთ მათ ნათქვამ ლოცვებს

და ერიდეთ მათ აშენებულ ეკლესიებს,

ერიდეთ მათ როგორც ციდან ჩამოსულ ანგელოზებს,

ერიდეთ  დაუკმაყოფილებლობისგან შეწუხებულებს,

ერიდეთ როგორც ამდგარ გამაგრებულ ყლეს

ერიდეთ მათ კვნესას

და

მოინელეთ ისინი.

ტრაკი უხეში გაზეთით

გამოიწმინდეთ,

აბაზანაში სანამ თეთრი სითხით დაიბანთ

ჯერ იაფასიანი ერთჯერადით გაიპარსეთ

საუკუნის გაუპარსავი ფანჩარი,

ხელის გულები დაიჭამეთ

რათა ვეღარ ჩამოკრათ

და მიმართოთ  მენსტრუაციას,

და თუ ამის შემდეგ

თვალები გაცდუნებთ

და გაიმეორებთ

ამოითხარეთ გუგები

და გაამზადეთ

ნაგავსაყრელისათვის.

მამა, როგორც სისტემა

მამა გთხოვ.

რატომ აკეთებ ამას ?

მამა გთხოვ.

არ მესროლო.

მამა გთხოვ.

შეწყვიტე სროლა ჩემს მიმართ.

მამა გთხოვ შეჩერდი.

სიცილი მინდა და დანა.

რომლითაც გულს დავჭრი ზოლებად.

მე ვიცინი კარგად,

მიუხედავად, რომ შენ ტირი და იხრჩობი.

სისხლში.

სისხლით ივსება შენი ფილტვები.

მამა გთხოვ,

მომეცი დანა.

ვიცი, არ ვარ იოლი,

როცა ვგრძნობ რომ – მე იერარქი ვარ.

რატომ ცდილობ მომკლა ცოცხალ სიზმარში,

რატომ ცდილობ მოიპარო ჩემი გახსნილი თავი,

რატომ ცდილობ მოკლა ჩემი იერარქიზმი.

რატომ გინდა გამანადგურო მე.

უცნაურია, მამას ვერ ვაძლევ პირში

და ყოვლად უმიზნოდ ვქრები.

და ცაზე შიშველი ვდგები.

მამა –

მე არ ვფიქრობ, გავიგო ვინ გინდა ვიყო,

მე ვარ არჩეული იდეოლოგიური თაობისადმი,

სამეფო სამღვდელოებისადმი,

წმინდა ერისადმი,

მე უკვე მოვუწოდე მათ გადადგნენ

და გამინათონ გზა.

მართალია ხედავ ამდენ ახალ ამბავს და ცვლილებას,

მართალია შენ გამოიყურები ჩემს ქვევით,

მართალია შენ გეშინია იერარქიის.

და სად ხარ შენ მამაო,

როცა დღე არის შავი

და სხეული იმპროვიზაციაშია.

მამა, რომელი ხარ მიწათ შინა,

წმინდა ნუ იქნება სახელი შენი,

გარდამტეხი სისხლი ნუ იქნება ნება შენი.

მამამ მომიკლა ბოროტი დედა,

როცა გაიგო, თუ როგორ მაქირავებდა.

და მაინც ვთხოვდი არ დაეზარალებინა ის.

მეტაფორული რექვიემი

მინდა მოვკლა

ყველა ტკივილი და მწუხარება,

ფსიქიკური აშლილობა,

რომელიც მართავს საკუთარ თავს არანორმალურად.

მე არ მინდა, რომ ემოციები გაქრეს

და რა იქნება ამის შემდეგ საკუთარი სიკვდილი.

ყოველთვის გენიოსი ვერ იქნება ძლიერი.

მე არ მინდა სიხარული,

თუ მე უნდა ვიგრძნო მწუხარება,

მე არ მინდა, მშვიდობა,

თუ არსებობს ომის რისკი.

მე არ მინდა, ცხოვრება,

თუ არ ღირს ცხოვრება,

თუ ემოციური ზღვარი

ასე შეუნდობელია.

წითელი მარტოობა,

სულიერი გულისტკივილი,

სასოწარკვეთა,

ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე მე შემიძლია მივიღო.

მე ვარ ის ვინც, არც თუ ისე დიდი ხანია ლაპარაკობს,

მე ვწერ, თუმცა მათ არ აქვთ აზრი.

სადღაცას დავკარგე რიტმი,

ხმა და ჩემი გზა.

მე მქონდა ჩემი დრო მზის სხივებთან

და ეს იყო სიმპათიური ხედვა,

ასე რომ, ახლა,

მივესალმები წვიმას.

ოდესღაც ვიქნებოდი  გულშემატკივარი

ყოველი თქვენთაგანის,

ვიმღერებდი კაცობრიობაზე და ვემათხოვრებოდი გამბედაობას.

ჩემი ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენია,

და ჩემი საცოლე აპირებს შეცვალოს

წარსულის პაროლი.

სავარაუდოთ თეატრალიზებული ვარ

და მე არ ვარ მისი შეცდომა,

ამითომ ყოველთვის ვთხოვ, ნუ ეცდება ჩემს გამოსწორებას,

თუმცა პატივს ვცემ, რათა ცდილობს.

მე არ ვარ შეცდომითი პასუხი,

თუმცა შორს ვარ სრულყოფილებისგან.

მჩქეფარე ზეიმი,

ჩემს ფექებს ქვეშ

და ახლა მე ვარ როგორც ჩანს გენიოსი.

ძაღლის საიდუმლოებანი

ძაღლი სიყვარულით 

სავსე თვალით მიყურებს –

ცდილობს მეტყველებას,

ის კი არ იცის რომ,

არც თუ ისე დიდმა ღმერთმა,

მხოლოდ სიზმარში მისცა 

ლაპარაკის უნარი.

აოხრება

ახლა გონება ნათელია,

როგორც მოწმენდილი ცა.

დროა, ყველაფერი დაიბუროს,

როგორც უდაბნო.

რას ვაკეთებ,

როცა ჩემი თვალები ხეებში ხეტიალობს?

მე მომყავს; ცოლი, ვქმნი ოჯახს

და ვცდილობ მეზობლებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას.

ან მე ვკვდები, ამ ნათელ ბინძურ ქალაქში

მშიერი, სიცივით შებყრობილი.

მე მინდა მოთვინიერებული დათვი,

ან თუნდაც ირემი,

რათა გავთბე და არ ვიყო მშიერი.

მაგრამ არაფერი მაქვს.

გარეთ სხვები ატარებენ ამ დათვის ტყავისგან შეკერილ ქურთუკებს

და იკმაყოფილებენ სხეულს სითბოთი.

შესაძლოა დრო დადგეს

ხეტიალისგან მნახოთ

ახალ-დახატულ იმიჯით,

სამლოცველოში.

აგრეთვე ვიმოგზაურო

ახალ ცხოვრებაში.

(კერძოდ უდაბნოში)

გარდაცვლილი ქალაქი

ვიღაცა ღამეს თავს იხრჩობს

წინასწარ ამცნობს დიდ ქალაქს,

საოცრად დამცირებული ჰქმნა

ისარ სისხლიან ნაყოფ ჰაერზე.

მტკვრისპირას დაფრინავს თეთრი თოლია,

თევზს იჭერს მოხუცი ქალი.

მტკვრისპირას დაფრინავს თეთრი თოლია

და აჭმევს პურის ნამცეცებს.

ხმადაკარგული შიშით

მხატვარი ბეჭდავს ქუჩებს

და ინარჩუნებს სიმფრთხალეს შორის

საბადო არსებას.

თქვენი გუგები ლესავს ყმუილით

ცას და ჯოჯოხეთს შორის

შემჩნეულ ავადმყოფ ქალაქს.

ღმერთმა ჰქმნა ქვეყანა,

როცა იყო

იგი ჩვილად აღვირახსნილი,

წამოიზარდა  ქვიშის ნაზარდით

და გამოეზარდა ფრთები ამალით,

ღმერთმა ჰქმნა ადამიანი,

როცა იყო პირველ სნეულად

დაბოლილი კანაფით.

გამოიგონეს გასეირნება

აქ არ საუბრობენ – ლაპარაკობენ.

ორკბილა მოხუცებს – ინდიგოს ფერი აქვთ

პასუხებს ვერ ვიღებთ!

შესაძლოა უკვე აღარ შეუძლიათ?!

სისულელეა.

მოვიდნენ მატარებლის რელსებით

რისთვის?!

ყველაფერი თავიდან იწყება.

მოდიან ზღვის ნაპირეთიდან

სანაპიროდან სამხრეთით,

რადგან იქაური ყოფა

არაფრის შესახებ აღმოჩნდა.

გარდა გამოგონილი სიღარიბესი.

სტოპი

მონატრება, როგორც ავტოსტოპი

შავბნელ ოთახში

გვიან ღამით,

როდესაც შემოსასვლელს

ნოემბრის წვიმა ასველებს.

არანაირი ექო,

უცნაური ყოფა

და

სიჩუმე.

მოგზაურობის მიღმა

ქუჩის გზატკეცილზე

ყველამ ყველაფერი იცის;

მათი საცხოვრებელი ადგილები

და გეგმები,

მაგრამ ისინი უკვე აღარ ცხოვრობენ.

იქცნენ აჩრდილებად

ცივ კედლის მიდამოებში,

სადაც სიზმრებს ვეღარ ხედავენ

მაგრამ  ერთმანეთს უღიმიან

და ათვალიერებენ შავ ფონზე,

შემდეგ ცეკვავენ და შორდებიან ერთმანეთს

იმის გამო რომ შეუიარაღებელი დეტექტივები არიან.

 შიშველ სატრფოებს

როდესაც შენ მეძახდი

ბევრს გატყუებდი,

როდესაც შენ მელაპარაკებოდი

ტკივილს გაყენებდი

და აუტანელი ვხდებოდი,

როდესაც შენ მეკარებოდი

ღირსებაბას გაკარგვინებდი,

როდესაც ხელს გიწოდებდი

საჩვენებელ თითს  ლოკავდი,

როდესაც გადასასვლელზე გადავდიოდით

ხელს გგკრავდი

და ფეხს გირევდი,

როდესაც გვირაბში შევდიოდით

სინათლეს ვაქრობდი,

რადგან ჩემი სხეული

გზას გინათებდა.

სასოწარკვეთილი ხარ

იმით, რომ ყველაფერი მორჩა

ცხოვრება აღარ შეგიძლია

და კივიხარ.

სხვაგვარი გამოხატვის

უნარი აღარ გაქვს.

გული გეხლიჩება,

რადგან აგაფორიაქე

და იმედი გაგიცრუე.

იარე მარტოდ ქუჩაში,

რადგან შენი

ავიატურისტული  ბილეთი იპოვნო.

და

დაიბრუნო წასული

საკუთარი ნაწყენი აზრი.

სიკვდილის ეფექტი

გაჩერებაზე იპოვეს თვითკმაყოფილი გვამი

და ნამდვილად იყო თვალახვეული გვამი მკვდარი.

პატარა ვაჟის სასქესო ორგანოზე

ცრემლმა გუბე ავსო.

პანაშვიდზე მისულ მეგობრებს

საკუთარი არარაობის შეეშინდათ.

სეპარატისტ ოჯახის წევრებს უჭირს

აუდიტორიის წინაშე მკვდარი სხეულის დარწევა,

გამოყლევებული მეორე გვამი;

მამამისი

ფანჯარაში იყურება და მახინჯ კორპუსებს მისტირის,

დედა აბაზანაშია და ნერვიულობისგან მასტურბაციას მიმართავს.

დედა გარდაიცვალა – სუნთქვა არ უჭირს,

მამა დიდ კუბოში ტრიალებს – სირცხვილი არ უჭირს.

ვაჟის მკვდარი სხეული

მკვდრეთით აღსდგა

მარტოდ დარჩენილ ოთახში.

ახლა ის არის

სახლის ხაზეიკა

ოთხ კედელში

გულის გარეშე.

 უხსოვარს

შენ ავად ხარ უხეირო დაავადებით,

შენს საწოლთან ჭირით გაჟღენთილი სურათები ჰკიდია,

ფარდის შეხედვისთანავე წუხდები,

კრემაციას განიცდი,

შფოთავ,

გული გერჩის,

მუდარას ითხოვ,

უკვდავებას მიზდევ

და ღმერთის არსებობას.

გინდა;

ძილი,

შვება,

მოცლა,

დაბრუნება მყოფად სიჩუმეში.

საოცრად ფეთქდება ყბა

და ფორმას იცვლის,

ობობა გახვევს მოქარგულ ქსელში

და გამზადებს

საიქიოს აჩრდილების გასაცნობად.

მიისწრაფი მონასტრის გზაზე

სევდიანი თვალებით,

შავ-თეთრი კაბით

და ოყნისფერი თავშალით.

შენ ჩაიძირე

მდუმარების უკაცრიელ ოთახში

და ახლა გადაწყვიტე იპოვნო ღმერთი

ეკლესიაში;

წირვებით,

ყოველღამ ლოცვებით

მუხლმოდრეკილი.

დღეს უკვე ნიღაბჩამოცლილი

შავ გზაზე მოსიარულე მგზავრი ხარ

და გაიგე სიმწრის ცვალებადობა.

წლების პატარა ხანები დაგრჩენია,

ოფიციალურად

აქედან წახვალ

თვალისმომჭრელ

სანაგვე მარშუტით.

და დღეების შემდეგ

მე დავიძინებ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s