გიორგი მაისურაძე – შუქის ჩაქრობამდე

კარის გაღების ხმა

– შემოდი.

კარის დახურვის ხმა. პაუზა

– დაჯექი.

მოკლე პაუზა; მაგიდაზე თუნუქის ქილის დადგმის ხმა.

– Danke schön.

– მმმოიცა.. მმ… ხო – ბიტე შონ. სწორად გითხარი, არა? (ცოტა ირონიული, მაგრამ გაუბედავი ხმით)

– კი.

– ხო კაი მოსწავლე ვარ? (მოკლე პაუზა) – Hey, Teacher… (ბაძავს Pink Floyd-ს გაუბედავი ხმით)

– Leave us kids alone. (მონოტონურად, უმელოდიოდ)

საწოლიდან ადგომის ხმა; თუნუქის ქილის გახსნის ხმა; მოკლე პაუზა.

– ცუდადა ვარ, ძალიან ცუდადა ვარ… მალე შუქი ჩაქრება… არ შეიძლება, არ ჩაქრეს?..

– რა დალიე?

– ყველაფერი, ყველაფერი, რისი დალევაც შეიძლება… (სასმელის დალევის ხმა, ამოსუნთქვა) უფფ, კაია… (დასლოკინების ხმა) აუუუფფ…

– რა მოგივიდა?

– მასლოკინებს.

– Я и в предсмертной икоте останусь поэтом. (ირონიული, მაგრამ გაუბედავი ხმით).

დასლოკინება; მოკლე პაუზა; ისევ დასლოკინების ხმა.

– შეისუნთქე და ცოტა ხნით, რამოდენიმე წუთით… რამოდენიმე წამით ჰაერი შეიჩერე. შესუნთქვის ხმა, მერე ძლიერი ამოსუნთქვის ხმა; მოკლე პაუზა; მერე კიდევ ერთხელ იგივე მეორდება.

– აუუ, მემგონი მართლა მიშველა. ნეტა მართლა გამიჩერდა? აუუ, რა კარგია, აუუ, რა ბედნიერებაა… (მოკლე პაუზა) რა სისულელეა, რა შუაშია ბედნიერება?! ფუ, რა იდიოტი ვარ, რა ყლე ვარ, რა საშინელი ყლე ვარ, შენ ხომ არ იცი…

– აუ, კაი რა, რა მოგივიდა?

– ჰაჰაჰაჰაჰაჰა (მოგუდული, ცინიკური სიცილი)

– რა? რატო იცინი?

– არ ვიცინი, ისე… ოოოოჰ, საშინლად მთვრალი ვარ, იდიოტი ვარ, ყველაზე დიდი… ყველაზე დიდი ყლე ვარ, შენ არ იცი, როგორი ყლე ვარ…

– ჰო, კაი, კაი…

– რა „კაი კაი“?! (ირონიულად, ისტერიული ტონით), შენ არ იცი, არაფერი არ იცი… ხო, შენ, აი შენ, რა გინდა? რა გინდა აქ, ჩემთან?! (ცოტა ყვირილით, ისტერიულად) თუმცა ხო, ვიცი რაც გინდა (დაბალი ხმით).

– ჰჰმ… (ღრმა ამოსუნთქვის ხმა) არაფერიც არ იცი…

– რა არ ვცი, რა?! უნდა გარბოდე, გაიქეცი! უნდა სირბილით გაიქცე აქედან, შვილი… უნდა გარბოდე! ვისთან ხარ, შენ არ იცი რა ყლე ვარ, რა საშინლად ბოროტი ვარ, საშინელი ბოროტი ვარ… (ისტერიული ხმით)

– ოჰ, ჩემი პატარა… ბოროტი (ირონიული ხმით).

– უნდა გარბოდე, ნორმალური რომ იყო… ნორმალური რომ იყო, არ მოხვიდოდი, ჩემთან არ იურთიერთებდი…

– რატომ? ბოროტის უნდა მეშინოდეს? (ირონიული, მხოლოდ გაუბედავი ხმით)

– არა, შენ არ გეხება, შენ საერთოდ არაფერი არ გეხება. ბოროტი არაფერ შუაშია… მე იდიოტი ვარ, ყლე ვარ, ყველაზე დიდი ყლე ვარ. შენ არც კი იცი, როგორი ყლე ვარ… (მოკლე პაუზა) აუუ, რეებს ვლაპარაკობ, ან რატომ გელაპარაკები, რა ყლეობაა ყველაფერი…

– რა დალიე?

– ყველაფერი, ყველაფერი ერთმანეთში ავურიე და მერე… მერე… რა ყლე ვარ… რეები ვქენი, როგორ ვიქცეოდი… საშინლად მოვიქეცი, აი, ძაან საშინლად… მაინც ვერაფერი გაიგო, მაინც… ვერც მიხვდა, ყურადღებაც არ მომაქცია, არ მაპატიებს, აი, ამას კი მართლა უკვე აღარ მაპატიებს…

პაუზა.

– შენ გიყვარს? (ძალიან ჩუმი, გაუბედავი ხმით)

– რაა?

– შენ გიყვარს? შეყვარებული ხარ? (ისევ გაუბედავი ხმით)

– არ ვიცი… რომ მითხრა, აღარ მიყვარხარო და წავიდა, მე ვუთხარი, მიყვარხარ მეთქი… (პაუზა) არა, რა სისულელეა! არავინ არ მიყვარს! მიყვარდეს მაინც… რომ მიყვარდეს… მაინც არაფერი გამოდის, მორჩა, უკვე მორჩა, finally, შენ არც კი იცი როგორი ყლე ვარ, როგორი ყლე, – აქ არ იჯდებოდი, აქედან გაიქცეოდი… გაიგე? უნდა გარბოდე… რას ზიხარ? რა გინდა? აგიდგა, არა? ხო აგიდგა? აგიდგა და იმიტომ მოხვედი?!

– არა (ძალიან ჩუმად, გაუბედავად)

– აბა რა? აბა რა გინდა, რას დადიხარ აქ? ხო, ხო მოდი, მოდი და მომტყანი, ჩემთვის სულერთია, ყველაფერი სულერთია, ყველაფერი მკიდია… (მოკლე პაუზა) რა, არ გინდა?

– არა.

– რა არა? აბა რა გინდა? მითხარი!

– უფრო მეტი…

– რა არის „უფრო მეტი“, რას ნიშნავს „უფრო მეტი“? მაშინ მითხარი რა გინდა?

– უფრო მეტი, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შენ გგონია.

– მოდი, რა, ცოტა დამიკონკრეტე, რა არის „უფრო მეტი“?

– არაფერი არ არის? მეტი არაფერია, არა? მეტი არაფერი არ არსებობს, არაფერი გაგიგია, არაფერი არ გინახავს? (გაღიზიანებული, უფრო თამამი ტონით)

– რა არის მეტი? კიდევ რამე არის? აა?

– არ იცი, არა?

პაუზა

– შენ გიყვარს.

– მიყვარს! (ირონიულად) – ნეტა მართლა მიყვარდეს… აქ კი არ ვიჯდებოდი, ასე კი არ ვიჯდებოდი…

– რას იზამდი?

– არ ვიცი, სახლიდან არ გავიდოდი, ვიჯდებოდი, ვიტირებდი… (მოკლე პაუზა) აი, შენ, არა გრცხვენია?

– რისი?

– აი აქ რომ ზიხარ.

– რატომ უნდა მრცხვენოდეს?

– არა? არ უნდა გრცხვენოდეს, რასაც მე გეუბნები?

– რას მეუბნები?

– რა და, მთვრალი რომ არ ვიყო, არ მოგცემდი, ახლოს არ მოგიკარებდი… მე მთვრალი ვარ და ყველაფერი მკიდია, სულერთია, ვის ყლეს ჩავიდებ… შენ კიდევ თავმოყვარეობა არა გაქვს.

– არა.

– და ვერ ხვდები, რომ ახლა არაფრით განსხვავდები იმისგან…

– ვისგან?

– ვისგან და გუშინ რომ გიყვებოდი…

პაუზა

– გეწყინა?

– არა, ჰო, ეგრეც ვიფიქრე, იმ დღესვე, იმ ღამეს, იმ ღამის შემდეგ… ეგრე ვიფიქრე…

– რა იფიქრე?

– ხო, რომ ამას იტყოდი, ასე ფიქრობდი…

– ვა, რეალისტი ხარ?

– არა, რა შუაშია?

– აბა რომანტიკოსი ხარ?

– არა.

– არც რომანტიკოსი ხარ, არც რეალისტი ხარ, – აბა მითხარი მაშინ ვინა ხარ?

– რა შუაშია? არ მოგბეზრდა? ნუთუ ვერაფერს ვერ ხვდები, საერთოდ არაფერს არ გრძნობ, არაფერი არ იცი?

– აბა რა არის, მითხარი, რა გინდა, რა არ ვიცი? ხო გეუბნები, მთვრალი რომ არ ვიყო, არ მოგცემდი, მოგცემდი კი არა, ზედ არ შეგხედავდი…

– თუ არ სვამ, არაფერი არ შეგიძლია, არა? რეცეფტორები არ გიმუშავებს, გამორთული გაქვს?

– იცი რა, – მე მეფსია.

წამოდგომის ხმა, კარების ხმა; პაუზა; ისევ კარების ხმა.

– ვა, შენ ისევ აქა ხარ, არ წასულხარ? ხო გითხარი, უნდა გარბოდე მეთქი. დალევის ხმა, თუნუქის ქილის დადგმის ხმა;

– რამდენი წლის ხარ? (მოკლე პაუზა) ხოო, აი შენ ხელა რომ ვიყო, ნაღდად არ ვაპატიებდი საკუთარ თავს, ნაღდად არ მინდა, რომ ვიღაც ჩემნაირმა, რომ ვინმე ასე მომექცეს, ჩემს თავმოყვარეობას ვერ ვაპატიებდი.

– ვა, რა თავმოყვარე ხარ, რა ღირსეული ხარ?! საიდან ამდენი პატივმოყვარეობა?

– პატივმოყვარე კია არა, ყლე ვარ, დიდი ყლე…

პაუზა

– ცოტას მოვსვამ.

– ოოო, გეყოფა!

პაუზა

– ადექი! მოდი!

ადგომის და დაჯდომის ხმა.

– ნუ მეზასავები, ნუ მკოცნი, გაუპარსავი ხარ, მტკივა! ნუ ჩქარობ, დრო გაქვს. […] აუუ, აღარ შემიძლია! ისევ…

– რა იყო?

– მასლოკინებს, ისევ მასლოკინებს… აღარ შემიძლია!..

– აუ, რა მოგივიდა?!

ისმის ხშირი სლოკინის ხმა.

– სუნთქვა შეიკავე.

ისმის ძლიერი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ხმა, რამოდენიმეჯერ მეორდება.

– იცი რა, დაწექი და ღრმად ისუნთქე ცხვირით.

ისმის ღრმად სუნთქვის ხმა.

– რა მოგივიდა?

– მასლოკინებს.

– რა დალიე ასეთი?

– ყველაფერი, ხომ გითხარი.

– აბა კიდევ შეიკავე სუნთქვა. ეგრე არა, მუცელი გაბერე, კიდევ, მოდი, აბა კიდევ (ისმის ღრმად სუნთქვა და სლოკინი).- რა ქენი, რა დალიე?

– უუუფ, არაფერი, ხო გადაივლის.

– ეგრე იწექი და ისუნთქე.

პაუზა

– მოიწი ახლოს! მოდი, ზემოდან დამაწექი, მაგრად, უფრო მაგრად, მომეხვიე… ოოჰ, ნუ მეზასავები, მეზასავე მეთქი, არ მითქვამს… მერე ორი დღე სახლიდან ვერ გამოვდივარ, მთელი სახე დაწითლებული მაქვს… მოდი, მომეფერე, ოღონდ არ მეზასაო; ეგრე, ასე კაია, ეგრე, უფრო ზემოთ, ძუძუს თავი… ეგრე, აუ, ძაან კაია, აი, ძაან… ააა, კბილები! ო, რა ველური ხარ, ცხოველი… გამხადე, ნელა, ნეელა, თან მომეფერე (ბოლო ფრაზას ბავშური ხმით ამბობს), მომეფერე, ასე კაია, აუუ, ძაან მაგარია… ეგრე არა, ენით, ოოოჰ, წვერები გაქვს გასაპარსი, მტკივა! მოდი, მოდი, უფრო ახლოს, კიდევ… აუ, შენ ისევ არ აგიდგა? რა, აღარ გიდგება საერთოდ?

– აუ, მოიცა, რაა!

– რატო არ აგიდგა აქამდე?

– მეზასავე!

– ზასაობაში გიდგება?

მოკლე პაუზა

– არ გინდა, მე გაგხდი. ოოჰ, ეგრე არა, ასე კარგია, აუ, ძაან მაგარია! მოდი, მომეცი პირში! არ გინდა? თუ აგიდგება, პირში გაგათავებინებ, არ გინდა? აბა მეტი რა გიყო? – შენ არ გიდგება… ჰაა, ნუ მეზასავები, ზასაობა არ მიყვარს, მე ყლე მიყვარს, მარტო ყლე…

– მოიცა, რაა, ძალიან გთხოვ!

– ვაა, აგიდგა? Христос воскрес! როგორ მოხდა?! მე დაგაჯდები, ეგრე, ასე დაწექი, მოიცა, ასე… რა იყო, რატომ დაგივარდა? ასეთი არაფერი მინახავს…

– ნუ მაჯდები, მეტკინა.

– რა გეტკინა?

– ყვერები.

– მერე გეთქვა, აქამდე ითმენდი?

– მოიცა, რა, ძალიან გთხოვ, არ დაწვე, მოიხარე, ასე იყავი, აი ასე კაია.

– იცოდე, არ გაათაო, მე ჯერ ვერ ვათავებ, გაიგე? – არ გაათაო!

– რას შვები, რა იყო?

– მოიცა, რა ხმაა?

– არ ვიცი, ალბათ კარის. (მოკლე პაუზა) ქარია. მოდი ახლა… რა იყო, ისევ დაგივარდა? მოიცა, მე ვიზამ, მომეცი, პირში მომეცი, მეთვითონ… მოდი, ზემოდან დამაწექი, ოღონდ არ გაათაო, გაიგე?! აუუ, კაია, ვერ ვათავებ, მაგრამ ძაან მაგარია…

პაუზა

– გაათავე? არ გამოიღო, მე ვერ ვათავებ, მე რაღა დამემართა?.. მომეხვიე, ჩამეხუტე, უფრო მაგრად, უფრო მაგრად! აუ, ძაან მაგარია, აუ, ძაან…

მოკლე პაუზა

– მორჩა!

– რა მორჩა?

– მორჩა, ვერ ვათავებ! მორჩა, ადექი, ადექი და ჩაიცვი!

– მოიცა, მოიცა ცოტა!

– ვაა, გაგისწორდა?

– მოიცა.

– გეყო! გეყო, წასვლის დროა, ასე ვერ გავათავებ. (მოკლე პაუზა) მორჩა, შენი წავსლის დროა, ადექი!

მოკლე პაუზა; ისმის ჩაცმის ხმა.

– შენი წასვლის დროა… შუქიც ჩაქრა… უნდა გარბოდე, თავს უშველო, აქეთ აღარ მოიხედო… შუქიც ჩაქრა…

– შენ ვერაფერი ვერ გაიგე… როგორ ვერაფერი ვერ გაიგე?

– რა ვერ გავიგე?

– მე ბევრად უფრო მეტი მინდა, ბევრად უფრო მეტის მოცემა მინდა… მე შენ… შენ ამას მაინც ვერ გაიგებ, ასეთი მანიაკი რომ ხარ…

– რას ვერ გავიგებ?

– ვერაფერს ვერ გაიგებ, ვერასდროს… ასეთ რამეს არავინ არ გეტყვის, ვერასდროს ვერ მიხვდები ამას, ვერ მიხვდები, როგორ… მე შენ…

– გეყო! წადი!

– შენ… (მოკლე პაუზა) კაი… დიდი მადლობა!

– არაფერს.

ისმის კარის მიჯახუნებისა და კიბეზე სწრაფი ნაბიჯებით ჩასვლის ხმა.

– რა ყლე ხარ… წადი, ხო წახვედი… აუ, რა ყლე ვარ, როგორი ყლე ვარ… შენ მართლა არ იცი, შენ ამას მართლა ვერასოდეს ვერ გაიგებ …

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s