კესა კვარაცხელია – როგორ მოკვდა ნენე

6 თებერვალი. 

2021 ან 2011წლები.  

22:22      

შემოაღო კარი. ფანჯარა გააღო. დაჯდა  ჩემს პირდაპირ.   

მიყურებს (თვალებში არა). ეღიმება. ალბათ ჩემს რეაქციაზე. ადრე ხომ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჰო, იყო…

მცივა.

მის ვერცერთ სახის ნაკვთზე ვერ ვახდენ კონცენტრირებას . ვერცერთ მონატრებულ ნაკვთზე…  ყურადღებას მიფანტავს ოთახში შემოჭრილი სიცივე. ოჰ, რომ იცოდეს როგორ მტკივა…თქვენ ალბათ არასდროს გტკენიათ ”სიცივე”, არაუშავს.  

სისხლი გამეყინა.    

მესმის გულის ცემის გაიშვიათებული ხმა, რომელიც პერიოდულად, წამიერად აჩერებს ყველაფერს. ვეფერები ჩემს ყოველ ნეკნს, მათ თმებიც ეფერებიან. საკუთარი სხეულის ბოლომდე შეგრძნება- ნეტარების ზენიტია.   

ის მიყურებს.ღიმილთან ერთად ვხედავ ცრემლებს. რამდენიმე წამში მათი სიმხურვალე იპყრობს  მთლიან სივრცეს, აკვარიუში ბინადარ, ცხოვრებამობეზრებულ ოქროსფერ ნენესაც (ადვილი მისახვედრია, რომ ნენე თევზია), რომელიც ტემპერატურის მატებასთან ერთად უმატებს მინაზე მიჯახების ტემპს. ნენე კვდება…

უკვე ვხვდები, რომ წინ მიზის-‘’ყოვლისშემძლე’’. ღმერთი არა, არც ლუციფერი.

ადგა. 

ბრწყინავს და საოცრად ცხელია. ვერ ვეხები, არადა შეხების  სურვილი მკლავს. ყელში ბურთი მეჩხირება (რა ბანალური ფრაზაა),როცა ვგრძნობ როგორ ვუყვარვარ. ის მაღმერთებს. ამასაც ვხვდები,არვიცი როგორ. მის ერთ ჩახუტებაზეც კი ყველაფერს გავცემდი რაც მაბადია(ბანალურობის ზღვარსაც გავცდი,ვიცი). თუმცა არაფერი მაქვს, არავინ მყავს.

ასე გრძელდება  წლების განმავლობაში…

 ის მიყურებს,თვალებში არა. ისევ ისე ბრწყინავს. მე კვლავ მცხელა, მაგრამ ჩახუტებას მაინც ვლამობ. მერე მახსენდება, ამისთვისაც კი რაღაც უნდა  გამაჩნდეს, რომ გავცე. ალბათ იცით, მე არაფერი მაქვს.

…ასე გრძელდება წლების განმავლობაში. ის მიყურებს, ახლა უკვე მხოლოდ თვალებში.

მისი მწველი მზერა საბოლოოდ მფიტავს. ემოცია, გრძნობა თუ შეგრძნება ჩემთან ერთად შთანთქა…

ახლა ერთი ორგანიზმი  ვ-ა-რ-თ. მე მასში ვარ. ის ჩემში.

შემოდის. კეტავს ფანჯარას. ჯდება ჩვენს პირდაპირ.   

ასე გრძელდება, უსასრულოდ…

ჩვენ კვლავ  ერთნი ვართ.

6 თებერვალი   

22:23

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s