უილიამ ბეროუზი – „ჯანქი“ კაიფში დავწერე, თითქოს ის თავად მწერდა”

 „პარანოიკი – ადამიანი, რომელიც ცოტ-ცოტა ერკვევა იმაში თუ რა ხდება ირგვლივ, ფსიხი – ეს ის არის, ვინც უკვე ყველაფერში საბოლოოდ გაერკვა“

მწერალი ვარ.  მე ვარ მღვდელიც, როგორც ყველა ნამდივილი მწერალი.

პაპაჩემმა გამოიგონა საკასო აპარატი… პრინციპში, არა თავად აპარატი, არამედ მისი სარქველი. მისი გამოგონების წყალობით,  მე „გამიჩნდა“ ფული.

ჰარვარდში მოწყენილი ვიყავი – არ მსურდა გამოვსულიყავი წარმატებული „რეკლამშიკი“ ან ვინმე კიდევ სხვა და მეცხოვრა ჰარვარდამთავრებულის იარლიყით. ამიტომ, გადავწყვიტე მეცადა ნარკოტიკების გაყიდვა.

ნარკომანები – ყველაზე მოსაწყენი ადამიანები, ვისაც კი როდესმე შევხვედრილვარ.

არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოიხმარ ნარკოტიკს – შეისუნთქავ მას, ჩაღეჭავ თუ შეიდებ უკანალში, რეზულტატი მაინც ერთია – დამოკიდებულება.

ჰალუცინოგენები ჰეროინზე უფრო საშიშია – მე ვნახე, თუ როგორ ცდილობდნენ LSD-ს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები გადამხტარიყვნენ ფანჯრიდან, ეს იმ დროს, როდესაც ჰეროინმიღებული ნარკომანები უბრალოდ სხედან და დაჟინებით უყურებენ ფეხის დიდ თითს.

მექსიკაში გადავბარგდი საცხოვრებლად ნაწილობრივ იმიტომ, რომ იქ უბრალოდ მარტივად შემეძლო ნარკოტიკის შოვნა.

მე მსურდა გავმხდარიყავი მწერალი, რადგან მწერლები არიან მდიდრები და ცნობილები.

მეეჭვება წერის, როგორც ნიჭის, სწავლის შესაძლებლობა. ეს იგივეა, რომ სტუდენტებს მუდმივად ჩასჩიჩნებდე: „სტუდენტური ამბოხი აუცილებელია მოეწყოს ხშირად, რათა ძალადობა იყოს მეტი“

რომ არა ჯოანის სიკვდილი (ჯოან ვოლმერი, ბეროუზის ცოლი), წერას არ დავიწყდებდი. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ გავთავისუფლდე დემონებისგან. ჯოანის სიკვდილმა შემზარავ სულთან დამაკავშირა. მასთან მუდმივ ჭიდილში ვარ, გადარჩენის ერთადერთი საუშალება კი წერაა.

დიახ, ბოროტება არსებობს. მთლიანად ვყავარ მოცული შეკითხვებს დემონებისა და ეგზორციზმის შესახებ. რატომ ეპოტინებიან და ეჯაჭვებიან დემონები ადამიანებს და შემდეგ რატომ არ ტოვებენ მათ? პასუხი  ის არის, რომ ადამიანი მათთვის ერთადერთი საშუალებაა თავი დააღწიონ ჯოჯოხეთს. დემონები ეუფლებიან ადამიანს და მთლიანად ეკვრიან მას, იმიტომ, რომ ადამიანი მათთვის ერთადერთი ბილეთია  ჯოჯოხეთიდან ამოსვლის.

მწერლებს, როგორც სპილოებს, ცუდი გაგებით კარგი მეხსიერება აქვთ… არის საკითხები, რომელთა დავიწყებასაც ძალიან ვისურვებდი.

„ჯანქი“  „კაიფში“ დავწერე, თითქოს ის თავად მწერდა მე.

ენა – ეს არაამქვეყნიური ვირუსია

ჩემი ნარკომანობისეული გამოცდილება  დამეხმარა მწერლის კარიერის გაკეთებაში. მწერალს შეუძლია მიიღოს სარგებელი იმისგან, რისგანაც სხვებს არ შეუძლიათ.

გადააგდე  შენი დიასახლისი რამდენჯერაც გსურს, მაგრამ არასდროს ეცადო დახურდავდე მუზაზე.

არასდროს ვაძალებ თავს მუშაობას, მუშაობა უბრალოდ მინდება: ვიყო სრულ მარტოობაში, ვიცოდე, რომ ხელს არავინ შემიშლის და რომ მაქვს რვა თავისუფალი საათი წერისთვის – ეს სამოთხეა.

როდესაც ვმუშაობ, მჭირდება საბეჭდი მანქანა და მაკრატელი.

ხელოვნების მთავარი დანიშნულება – აიძულოს ადამიანები გაიაზრონ, რომ მათ რაღაც იციან, მაგრამ ბოლომდე მის არსს ვერ სწვდებიან.

ვერ ვიტან სრულ ნარკოზს, საშინლად მაშინებს.

როდესაც გამიკეთეს კორონარული ზონტირება (ოპერაცია, რომელიც ხელს უწყობს გულის არტერიებში სისხლის მიმოქცევას), ექიმმა მითხრა: „ეს მორფია“. მე კი ვუპასხე: „მშვენიერია, შეაშხაპუნე, ჩემო ძვირფასო“. ჩემს სამედიცინო კარტაზე ექიმმა დაწერა: „გაუკეთეთ მისტერ ბეროუზს იმდენი მორფი, რამდენსაც  მოითხოვს.“

არ არსებობს ისეთი ადამიანური ოცნება, რომელსაც ჰოლივუდი, საშინლად ცუდ პაროდიად არ აქცევდეს

ამ სამყაროში ჰარმონიული იქნებოდა ცხოვრება, თუ კი თითოეული დაკავდებოდა საკუთარი საქმით და არ შეუშლიდა ხელს სხვებს თავიანთი საქმის კეთებაში.

კატა-ძაღლის გაიძვერულ ბრძოლას იგებს ის, ვინც დაიწყო. ხოლო, თუ ერთ-ერთმა ძალიან ღრმად შეტოპა, კატა უსირცხვილოდ იცრემლება, ძაღლი კი გააგრძელებს ბრძოლას თავის სულელურ სიკვდილთან. როგორც  ჯიუ-ჯიცუს ჩემი მოხუცი ინსტრუქტორი ამბობდა: „თუ კი შენმა დახვედრამ ჩხუბში არ იმუშავა, მაშინვე მოუსვი იქიდან“

პოლიტიკოსებო, თქვით სიმართლე, შემდეგ კი სამუდამ ჩაიგდეთ ხმა.

თუ კი არსებობს რაიმე პოლიტიკური ხრიკი, რომელსაც მე მივესალმებოდი, ეს იქნებოდა ამერიკისა და იაპონიის კავშირი. თუ კი იაპონელები დათანხმდებიან, რა თქმა უნდა.

არაბები გაიჭედნენ  გასულ ათასწლეულში და ფიქრობენ, რომ ახლანდელ დროში ტელევიზორის  ყურებით შეუძლიათ მოხვედრა.

სიჩუმის მხოლოდ მოლაყბეებს ეშინიათ.

დეპრესია – ყველაფრის შეცვლის (განახლების) საიმედო მეთოდი. ეს მხოლოდ მისთვის, ვისაც შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი, რისიც კი სწამდა,  დეპრესია არის გადარჩენის იმედი.

როგორც კი იაზრებ, რომ ციხეში მოხვდი, გიჩნდება გაქცევის შანსი.

თქვენს გონებას შეუძლია პასუხი გაგცეთ ნებისმიერ შეკითხვაზე, თუ კი შეძლებთ ისწავლოთ მოდუნება და პასუხზე დალოდება.

ჩვენ არ გვიხილავს სამყაროს დასაწყისი და, საუბედუროდ, ვერც დასასრულს ვნახავთ. ჩვენი ცოდნა სამყაროზე ზედაპირული და ფარდობითია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შენ ან გიჟი ხარ, ან მოკვდები ენითაღუწერელი ტანჯვით.

ყველაზე კარგი საშუალება ხელი შეუშალო ბედს – ეს არის განსჭვრიტო იგი.

ჩვენ არაფერი ვიცით სექსის შესახებ. რა არის ის? რატომ არის სიამოვნება? რა არის სიამოვნება? განთავისუფლება დაძაბულობისგან?

ერთსქესიანთა სექსის დროს დანამდვილებიც იცი, რას გრძნობს პარტნიორი, რადგან სრულად შეგიძლია იდენტიფიცირება მოახდინო საკუთარი თავისა მასთან, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების დროს კი წარმოდგენაც არ გაქვს, რას განიცდის პარტნიორი.

ვარაუდობენ, რომ ჰომოსექსუალი შეგიძლია იმდენად  შეაშინო, რომ დაინტერესდეს ქალით – ან ძველი წვეტიანი ფეხსაცმლით, თუ კი ამაზე წავა, რა თქმა უნდა.

რა არის სიყვარული? ყველაზე ნატურალური (სუფთა) ტკივილგამაყუჩებელი დედამიწის ზურგზე.

სიყვარული – ეს შთამბეჭდავი მელოდიაა, რომელიც ვერაფრით ვისწავლე, და ვშიშობ, უკვე ვეღარც ვერასდროს ვისწავლი

ცხოვრება  არასავალდებულოა. მოგზაურობა –  აუცილებელი.

პარიზი – ყველაზე უსაზიზღრესი ადგილი დედამიწაზე. საჭმელი საშინელებაა – ან ძალიან ძვირი, ან სულაც უვარგისი. ფრანგები კი ძალიან უსიამოვნო ხალხია.

ჩვენს ხელთ რომ ყოფილიყო მედია, ჩვენ შევძლებდით გვემართა ამერიკა.

სიამოვნებით გავანადგურებდი ამ იდიოტურ საშუალო ფენას.

ერთი შეხედვა დედამიწისთვის საკმარისია, რომ უცხოპლანეტელმა თქვას: „დაუძახეთ მენეჯერს!“

ადამიანი, რომელსაც არ ეშინია თანამედროვე პერიოდში ცხოვრების, მას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენის უნარი.

როდესაც  წყვეტ ზრდას, იწყებ გარდაცვალებას.

არასდროს მქონია ადგილი, რომელსაც დავარქმევდი „ჩემს სახლს“. იქნებ უცხოპლანეტელი ვარ?

ნამდვილი მეგობარი – ვინც მოუვლის თქვენს კატას თქვენი სიკვდილის შემდეგ.

არ მაინტერესებს თუ ვინმეს ვეჯავრები. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ ვერ მსწავლობს.

ვერ ვიტან ბუზებს.

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s