ველიმირ ხლებნიკოვი — ლექსები

უარი 

ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა
ვარსკვლავების ცქერა,
ვიდრე სასიკვდილო განაჩენზე
ხელის მოწერა.
ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა
მოვუსმინო ყვავილების ხმებს,
რომ ჩურჩულებენ:“ეს ისაა!“–
თავდახრილნი,
როცა მე გავდივარ ბაღში,
ვიდრე ვხედავდე გუშაგთა მუქ თოფებს,
რომელებიც კლავენ მათ,
ვისაც ჩემი მოკვლა სურთ.
აი,რატომ არასდროს,
არა,არასდოს  ვიქნები მმართველი!

იანვარი,აპრილი 1922
***
მე მცირედი მჭირდება!
ნაჭერი პურის
და წვეთი რძის.
და ეს ცა,
და  ღრუბლები ამ ცის.

1912, 1922

***
ტომარიდან იატაკზე
დაიყარა ნივთები.
და მე ვფიქრობ,
რომ სამყარო,
მხოლოდ დამცინავი ღიმილია,
რომ ჩათბილულა
ჩამომხრჩვალის ბაგეებზე

***
ცხნები როცა კვდებიან — სუნთქავენ,
მცენარეები როცა კვდებიან — ხმებიან,
მზეები როცა კვდებიან — ისინი ქვრებიან,
ადამიანები როცა კვდებიან — მღერიან სიმღერებს.
***
გოგონები,რომლებიც დააბიჯებენ
შავი თვალების ჩექმებით
ჩემი გულის ყვავილებზე.
გოგონები, შუბებჩამოწეულნი
თავის  წამწამთა ტბაზე.
გოგონები,რომლებიც იბანენ ფეხებს
ჩემი სიტყვების ტბაში.

***
მე არ ვიცი ,ბრუნავს თუ არა დედამიწა,
ეს დამოკიდებულია იმაზე,თუ ჩაისმევა სიტრიქონში სიტყვა.
მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ბებიაჩემი  და ბაბუაჩემი მაიმუნები,
რადგან მე არ ვიცი ,მინდა თუ არა ტკბილი ან მჟავე.
მაგრამ მე ვიცი,რომ მინდა ვდუღდე და მინდა,რომ მზეს
და ჩემი ხელის ძარღვს აერთიანებდეს საერტო რჟრჟოლა.
მაგრამ მე მინდა,რომ ვარსკვლავის სხივი კოცნიდეს ჩემი თვალის სხივს
,როგორც ირემი ირემს(ო,მათი მშვენიერი თვალები!).
მაგრამ მე მინდა,რომ,როდესაც  ვთრთი,საერთო თრთოლამ აიტანოს სამყარო და მე მინდა მჯეროდეს,რომ არის რაღაც,რაც რჩება,
როდესაც საყვარელი გოგოს ნაწნავს,შეცვლი,მაგალითად,დროით.
მე მინდა გავიტანო საერთო მამრავლის ფრჩხილებს გარეთ,
რომელიც მაერთიანებს მე,
მზეს,ცას და მარგალიტების მტვერს.

***
სპილოები ისე იბრძოდნენ ეშვებით,
რომ გეგონებოდათ თეთრი ქვა
მოქანდაკის ხელში!
ირმები ისე იბლანდებოდნენ რქებით,
რომ გეგონებოდათ,მათ აერთიანებდა ძველისძველი კავშირი
ურთიერთ გატაცებებით და ურთიერთ არაერთგულებით.
მდინარეები ისე ჩაედინებოდნენ ზღვაში,
რომ გეგონებოდა:
ერთის ხელი აღრჩობს მეორის კისერს.

* * *
კიდევ ერთხელ,კიდევ ერთხელ,
მე  ვარ ვარსკვლავი
თქვენთვის,
ვაი მეზღვაურს,რომელმაც აიღო
არასწორი კუთხე თავისი ნავის
და ვარსკვლავის:
ის დაიმსხვრევა ქვებზე,
წყალქვეშა მეჩეჩებზე.
და ვაი თქვენც,რომლებმაც აიღეთ
გულის არასწორი კუთხე ჩემი მიმართულებით:
თქვენ დაიმსხვრევით ქვებზე
და ქვები დაგცინებენ,
როგორც თქვენ
დამცინოდით მე.

თარგმანი: ნორიკ ბადოიანი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s