ჩარლზ ბუკოვსკი – სატანის ძე

თერთმეტი წლის ვიყავი. ჩემი მეგობრები, ჰესი და მორგანი კი თორმეტისა.ზაფხული იყო, სკოლაში აღარ დავდიოდით. სამივენი მამაჩემის გარაჟის უკან,ბალახზე ვისხედით. მზიანი ამინდი იყო. სიგარეტს ვეწეოდით.

– დამპალი!  – ვთქვი მე.

ხის ქვეშ ვიჯექი. ჰესი და მორგანი კი გარაჟისკენ ზურგით.

–  რა მოხდა? – შემეკითხა მორგანი.

–  დედას ვუტირებთ მაგ ბოზიშვილს!  – ვთქვი მე. – არცხვენს ჩვენს უბანს.

–  ვინ? – იკითხა ჰესმა.

–  სიმფსონი – მივუგე მე.

– ჰო! – თქვა ჰესმა – რა ჭორფლიანია, მაგრად მაღიზიანებს.

– მაგიტომ არა – ვთქვი მე.

– მაგ ბოზიშვილმა ქვეყანას მოსდო თუ როგორ გაჟიმა გოგო  გასულ კვირასჩემი სახლის ქვეშ.  ეშმაკმა დალახვროს, ეს ხომ სიცრუეა! – ვთქვი მე.

–  ნუთუ? –  წარმოთქვა მორგანმა

–  დასაჯერებელია – თქვა ჰესმა.

– რის თავი აქვს, განა შეუძლია ვინმე იხმაროს? – თქვა მორგანმა.

– ეგ ჩათლახი ტყუის – ვთქვი მე.

– სიაფანდები არ მევასება – თქვა ჰესმა და პირიდან თამბაქოს ბოლის რგოლებიგამოუშვა.

– გულს მირევს ასეთი სიდამპლის მოსმენა მაგ ჭორფლიანი ბიჭისგან. – თქვამორგანმა.

– აუცილებლად ხელში უნდა ჩავიგდოთ – შევთავაზე მე.

– რატომაც არა! – წამოიძახა  ჰესმა.

– ვინც არა – თქვა მორგანმა.   

დავადექით გზას სიმფსონის სახლისაკენ და იმ დროს მივადექით, როცა იგიგარაჟის კარებს ბურთს ურტყამდა.

– ჰეი,შენ – შევძახე მას, – გაგიგია საკუთარ თავთან ხელბურთის თამაში?!

სიმფსონმა ბურთის თამაში შეწყვიტა და ჩვენსკენ შემოტრიალდა.

– ბიჭებს გაუმარჯოს!

ჩვენ ის წრეში მოვიმწყვდიეთ.

– ამ ბოლო დროს კიდევ ვინმე გოგო ხომ არ გაგიჟიმავს რომელიმე სახლისქვეშ? – შეეკითხა მორგანი.

– არა!

– როგორ ახერხებ ამას? – ახლა ჰესი შეეკითხა მას.

– არა, მე არაფერი გამიკეთებია.

– პირდაპირ დაუჯერებელია, რომ შენ ოდესმე ვინმე გაგიჟიმავს, თუკი შენთავს არ ჩავთვლით – ვუთხარი მე.

– სახლში უნდა შევიდე, – თქვა სიმფსონმა, – დედამ ჭურჭლის დარეცხვამთხოვა.

– დედაშენს ურჩევნია თავის საშო გამოიბანოს. – უთხრა მორგანმა.

ჩვენ სიცილი აგვიტყდა, მე სიმფსონს მივუახლოვდი და მოულოდნელად ისემაგრად ვგლიჯე მუცელში, რომ ის გმინვით მოიკეცა და ხელები მუცელზეწაიჭირა. ასე იდგა ნახევარი წუთი, შემდეგ კი გაიმართა.

– მამაჩემი წუთი წუთზე მოვა. – გვითხრა მან.

– აუ, მართლა? ერთი გვითხარი, მამაშენიც ჟიმავს პატარა გოგოებს სახლებისქვეშ? – დაცინვით ვკითხე მე.

– არა.

ჩვენ ავხარხარდით. სიმფსონს ხმა არ ამოუღია.

– შეხედე რამდენი ჭორფლი აქვს, – თქვა მორგანმა. – რამდენ გოგოსაც იხმარსსახლის ქვეშ, იმდენი ახალი ჭოფლი უჩნდება.

სიმფსონი დუმდა. ის სულ უფრო და უფრო შეშინებული იყურებოდა.

– ხომ იცი მე და მყავს, – თქვა ჰესმა, – აბა მე რა ვიცი, შენ იქნებ ჩემი დისგაჟიმვაც მოგინდეს…

– მე ამას არასოდეს ვიზამ, პირობას გაძლევ ჰეს.

– მართლა?

– ჰო, მართლა.

– მაშ კარგი, ესე იგი ერთი გოგო გადაურჩება შენგან გაჟიმვას.

ჰესმა გამეტებულად ჩაარტყა პირდაპირ მუცელში და სიმფსონი ისევ მოიკეცა.

ჰესი დაიხარა, მუჭით ბლომად მტვრიანი მიწა აიღო, გადაუწია პერანგისსაყელო და შიგ ჩააყარა. სიმფსონი გასწორდა. მას თვალები ცრემლებითჰქონდა სავსე.ნამდვილი დედიკოს ბიჭი.

– გამიშვით ბიჭებო, გთხოვთ!

– სად? – შევეკითხე მე, – დედაშენის კაბის კალთის ქვეშ უნდა შეძვრე დასაშო გამობანო?

– შენ ვერასოდეს გაჟიმავ ვინმეს, – უთხრა მორგანმა, – შენ სირიც კი არგაქვს. მიდი, ყურებიდან გააფსი!

– თუ როდესმე გავიგე, რომ შენ ჩემს დას თუნდაც შეხედე, – უთხრა ჰესმა, – ისე გაგაბრტყელებ, რომ ერთი დიდი ჭორფლიღა დარჩები.”

– გეხვეწებით, გამიშვით!

ჩემი თავი დავწვი იმაში, რომ მისი გაშვება მინდოდა. ის რაც მე ბიჭებსვუთხარი,სულაც ჩემი მონაჩმახი იყო. მაგრამ მე ხომ ამ საქმის მოთავე ვიყავიდა თანაც მაგარი ბიჭის სახელი მქონდა. ამიტომ ჩემი სიტყვების უკან წაღება არ შემეძლო.

– ჩვენთან ერთად წამოხვალ, სიმფსონ!

– არა.

– გითხარი ჩვენთან ერთად წამოხვალ! ახლავე ფეხი გამოადგი!

მას ზურგიდან შემოვუარე და ისეთი მაგარი წიხლი  ჩავაზილე, რომ სიმწრისგან აღრიალდა.

– მოკეტე! – დავუყვირე მე, – მოკეტე, თორემ დედას მოგიტყნავ! გამოადგი-მეთქი ფეხი!

სიმფსონი გზაზე გავიყვანეთ, გადავჭერით მინდორი და ბილიკი და ჩემს უკანაეზოში შევედით.

– ახლა გაიმართე, – ვუთხარი მე, – და ხელები გაშალე! უნდაგაგასამართლოთ!

მე მივუბრუნდი ჰესსა და მორგანს და ვუთხარი:

– ვინც ამ კაცს დამნაშავედ თვლის იმ ტყუილში, რომ მან პატარა გოგო გაჟიმაჩემი სახლის ქვეშ, მაშინ იგი უნდა დავსაჯოთ.

– დამნაშავეა! – თქვა ჰესმა.

– დამნაშავეა! – თქვა მორგანმა.

– დამნაშავეა! – ვთქვი მე.

შემდეგ ჩვენს ტყვეს მივუბრუნდი.

– სიმფსონ, შენ დამნაშავედ გცნეს!

სიმფსონს ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.

– მე არაფერი ჩამიდენია!

– ჰოდა, ამიტომაც გასამართლებთ ტყუილისათვის – მიუგო ჰესმა.

– მაგრამ, ბიჭებო, თქვენ თვითონ ხომ სულ იტყუებით!

– ჩვენ არ ვიტყუებით, რომ ვინმე გავჟიმეთ. – უთხრა მორგანმა.

– აბა კი, ყველაზე მეტად რასაც იტყუებით ეგ არის, მეც თქვენგან ვისწავლე.

– კაპრალო! – მივუბრუნდი ჰესს, – “პირში ჩაჩარე რამე! დავიღალე მაგახვრის დამპალი ტყუილების მოსმენით.”

– არის, სერ!

ჰესი მივიდა სარეცხის თოკთან და იქედან ცხვირსახოცი და პირსახოციჩამოხსნა. ამ დროს ჩვენ სიმფსონი გაკავებული გვყავდა. ჰესმა მასცხვირსახოცი პირში ჩაუტენა და პირსახოცით აუკრა პირი. სიმფსონმაწამოიხროტინა და სახის ფერი ეცვალა.

– როგორ ფიქრობთ, სუნთქვას შეძლებს? – იკითხა მორგანმა.

– მას შეუძლია ცხვირით ისუნთქოს – ვთქვი მე.

– ჰო. – კვერი დამიკრა ჰესმა.

– ახლა რაღა ვუყოთ? – იკითხა მორგანმა.

– პატიმარი დამნაშავეა, არა? – ვიკითხე მე.

– ჰო.

– მაშ ასე, როგორც მოსამართლემ მე მას მივუსაჯე სიკვდილი ჩამოხრჩობით.

სიმფსონმა გაურკვეველი ხმები გამოუშვა აკრული პირიდან. იგი მუდარითსავსე თვალებით შემოგვცქეროდა. მე გარაჟში შევარდი და მსხვილი  თოკიავიღე, რომელიც ფაქიზად დახვეული ეკიდა გარაჟის კედელზე დაგამოსაყენებლად მზად იყო.თოკით ხელში უკან მოვბრუნდი.

სიმფსონი გაქცევას შეეცადა. ჰესი მის უკან იდგა. მან უცებ ისკუპა, სიმფსონიმიწაზე დასცა, დაუნდობლად დაუწყო ცემა და თან სახეში მაგრად ურტყამდა.მე მივვარდი ჰესს და თოკის ბოლო სახეში მივარტყი. მან ბოღმიანითვალებით ამომხედა.

– შენ ნაბიჭვარო, დედას გიტირებ!

– როგორც მოსამამართლემ, მე ამ კაცს განაჩენი გამოვუტანე – სიკვდილითდასჯა ჩამოხრჩობით.  ჰოდა, განაჩენი უნდა აღსრულდეს. გამოიყვანეთპატიმარი!

– დედას გიტირებ, ნაბიჭვარო. – ისევ შემომიტია ჰესმა.

– პირველ რიგში ჩამოვახრჩოთ პატიმარი და მერე გავარჩიოთ ჩვენი საქმეები.

– ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ გავარჩევთ. – მითხრა ჰესმა.

– წამოაყენეთ პატიმარი! – ვთქვი მე.

სიმფსონზე წამომჯდარი ჰესი წამოდგა. სიმფსონიც წამოდგა. მას ცხვირიდანსისხლი სდიოდა და პერანგის გულისპირი სულ  სისხლიანი  ჰქონდა, ხასხასაწითელი. სრულიად მოტეხილი ჩანდა. აღარ სლუკუნებდა. მაგრამ მისითვალების გამომეტყველება ამაზრზენი და შემაძრწუნებელი სანახავი იყო.

მომეცი სიგარეტი – ვუთხარი მორგანს.

მან პირში გამირჭო ერთი.     

– მომიკიდე,- ვუთხარი მე.

მორგანმა კბილებში მოქცეულ სიგარეტზე მომიკიდა, მაგრად მოვქაჩე, ბოლიცხვირიდან გამოვუშვი და თან ამ დროს ხელებით თოკით ყულფს ვაკეთებდი.

– პატიმარი  ვერანდაზე აიყვანეთ!  – ბრძანება გავეცი მე.

ვერანდა იქვე, უკან იყო. ვერანდის ზემოდან კაუჭი იყო გამოშვერილი. თოკიკაუჭზე დავამაგრე, შემდეგ კი ყულფი სიმფსონის სახესთან ჩამოვუშვი.ვგრძნობდი, რომ  მეტი აღარაფრის გაკეთება მინდოდა. დარწმუნებულივიყავი, რომ სიმფსონი საკმაოდ დაიტანჯა, მაგრამ ამის მოთავე ვიყავი დამოგვიანებით ჰესთანაც უნდა გამერჩია საქმე. ამიტომ არ შემეძლო ჩემისისუსტე მეჩვენებინა.

– იქნებ არ ღირდეს, – თქვა მორგანმა.

– ეს კაცი დამნაშავეა! – ვიღრიალე მე.

– ასეა! – იღრიალა ჰესმაც, – ჩამოვახრჩოთ!

– შეხედეთ, ჩაუფსამს, – დაიძახა მორგანმა.

სიმფსონს შარვალზე აშკარად ემჩნეოდა მუქი ლაქა, რომელიც თანდათანობითდიდდებოდა.

– ყურადღებას ნუ აქცევთ – ვთქვი მე.

მე სიმფსონს ყელზე ყულფი ჩამოვაცვი. თოკი მოვჭიმე და სიმფსონი მაღლაავწიე. შემდეგ თოკის მეორე ბოლო ავიღე, სახლის გვერდზე მდგარ წყლისონკანს შემოვახვიე და გავკვანძე.

– ჩქარა, აქედან ავახვიოთ! – აღელვებულმა შევძახე.

ჩვენ ჰაერში გამოკიდებულ სიმფსონს შევხედეთ. იგი ნელ-ნელა ირხეოდა დაუკვე ძალიან ჰგავდა მკვდარს.

მე იქიდან მოვუსვი. მორგანი და ჰესიც დამედევნენ. ქუჩაში გავვარდით.მორგანი და ჰესი კი თავ-თავიანთ სახლებში შევარდნენ. მე არსად მქონდაგასაქცევი. ჰეს, ვიფიქრე მე, შენ ან  დაგავიწყდა, რომ საქმე გვაქვსგასარჩევი, ანდა აღარ გინდა.

რამდენიმე წუთით შევჩერდი ტროტუარზე და შემდეგ უკან, ჩემს ეზოშიგავიქეცი. სიმფსონი კვლავ ირხეოდა, ისევ ძალიან ნელა. მისთვის ხელებისშეკვრა დაგვავიწყდა და ხელები ჩამოყრილი ჰქონდა. შევეცადე ხელებითმაღლა ამეწია, მაგრამ უშედეგოდ. მერე მივირბინე ონკანთან, თოკი გავხსენიდა მივაგდე.  სიმფსონი ვერანდას მიეჯახა და იქვე  წყლის გუბეში პირითჩაემხო. მე იგი გადმოვატრიალე და შეკრული პირი გავუხსენი. იგი საშინლადგამოიყურებოდა, აშკარა იყო, რომ სიკვდილს აპირებდა. მე მასზე დავიხარე.

– მისმინე, ნაბიჭვარო, არ მოკვდე. მერწმუნე, მე არ მინდოდა შენი მოკვლა,და თუ უკვე მკვდარი ხარ, ძალიან ვწუხვარ. მაგრამ თუ არ მომკვდარხარ დავინმეს ოდესმე უამბობ ამ ამბავს, მაშინ იცოდე, შენ ტრაკო, ვერგადამირჩები, გაიგე?!

სიმფსონს ხმა არ ამოუღია, თვალებში შემომცქეროდა. საშინლადგამოიყურებოდა, მთლად გალურჯებულიყო და ყელზე თოკის ღრმა ნაკვალევიემჩნეოდა.

მე წამოვდექი, ცოტა ხანს დავცქეროდი, იგი არ ინძრეოდა. საზარელისანახავი იყო. აზრი მოვიკრიბე. ღრმად  ჩავისუნთქე და გზას გავუყევი. დაახლოებით დღის ოთხი საათი იქნებოდა. მივაბიჯებდი. მივაღწიე ტრასამ¬დე და სიარული გავაგრძელე. ფიქრები არ მასვენებდნენ. ასე მეგონა,ჩემი სიცოცხლე დასრულდა. სიმფსონი მუდამ მარტო იყო. უფრო სწორედგანმარტოვებული. მას არანაირი ურთიერთობა არ  ჰქონდა არც ერთჩვენთაგანთან. ამ მხრივ ის უცნაური იყო. ალბათ, ეს მასთან მიმართებაში ეს გვაღელვებდა. ამას გარდა, არსებობდა რაღაც, რითაც იგი გვხიბლავდაკიდეც. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ძალიან დიდი საშინელებაჩავიდინე ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ კი, არაფერი ჩამიდენია. უფრომეტად ეს მეორე გრძნობა გამაჩნდა, სიცარიელის გრძნობა,  და ეს გრძნობაუკავშირდებოდა ჩემს კუჭს. მივდიოდი და მივდიოდი. ბოლომდე ჩავყევიქუჩას და უკან გამოვბრუნდი. ფეხსაცმელებმა ფეხები მატკინეს. მშობლებიჩემთვის ყოველთვის იაფფასიან ფეხსაცმელებს ყიდულობდნენ. ერთი კვირა ანოდნავ მეტი ლამაზად გამოიყურებოდა, შემდეგ ზედაპირი სკდებოდა დალურსმნები ფეხებში მერჭობოდა. მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდისიარულს.რამდენი ვიარე აღარ მახსოვს. როცა სახლისკენ მიმავალ გზასმივუახლოვდი, უკვე საღამო იყო. ნელა მივდიოდი და მივადექი ჩემს უკანაეზოს. შევედი ეზოში. სიმფსონი აღარსად იყო. თოკიც გამქრალიყო. იქნებუკვე მკვდარი იყო, ან იქნებ სადმე იყო სხვა ადგილას. ირგვლივ მიმოვიხიდე. კარებში მამაჩემის სახეს მოვკარი თვალი.

– შემოდი სახლში, – მითხრა მან. ვერანდის კიბეზე ავედი და მას გვერდიავუარე.

– დედაშენი ჯერ არ მოსულა. ძალიან კარგია. შედი საძინებელში, შენთან სალაპარაკო მაქვს.”

საძინებელში შევედი, ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი და  ჩავაშტერდი ჩემსიაფფასინ ფეხსაცმელებს. მამაჩემი მოხეული კაცი იყო, ექვსნახევარი ფუტისიმაღლის. მას ჰქონდა დიდი თავი და თვალები, რომლებიც დაფარული იყოხშირი წარბებით. მას სქელი ტუჩები და დიდი ყურები ჰქონდა. ნამდვილადგანრისხებული იყო.

– სად ბრძანდებოდი? – მკითხა მან.

– ვსეირნობდი. – მივუგე მე.

– სეირნობდი, რატომ?

– მე მიყვარს სეირნობა.

– როდის აქეთ?

– დღეიდან.

შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. ისევ მამაჩემმა დაიწყო საუბარი.

– ჩვენს უკანა ეზოში დღეს რა მოხდა?

– განა იგი მოკვდა?

– ვინ?

– მე ის გავაფრთხილე კრინტი არ დაეძვრა. მაშასადამე ის ცოცხალია დაგამცა.

– არა, არ მომკვდარა. მისი მშობლები პოლიციის გამოძახებას აპირებედნენ. მემათ დიდი ხანი ველეპარაკე, რათა ეს არ გაეკეთებინათ. მათ რომ პოლიციაგამოეძახებინათ, ეს დედაშენს მოკლავდა! შენ რა, ეს არ იცი? –

მე ხმა არ გავეცი.

– ეს დედაშენს მოკლავდა, ხომ გესმის?        

მე ვდუმდი.

– მე მათ სიჩუმისათვის ფული გადავუხადე. და კიდევ მთელი სამედიცინოხარჯებიც  ჩემს თავზე ავიღე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა დასჯა! უნდაგამოგასწორო! მე არ მინდა ისეთი შვილი გამეზარდოს, რომელსაც არშეუძლია ღისეულად იცხოვროს  ადამიანთა საზოგადოებაში!

ის კარებში იდგა და არ ინძრეოდა. მე შევხედე მის წარბებით დაფარულთვალებს, მის უზარმაზარ ტანს.

– მე პოლიციაში მინდა, – ვთქვი მე. – მე არ მინდა შენთან დარჩენა. ჩააბარეჩემი თავი პოლიციას.

ის ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ გამოემართა.

– პოლიციას შენნაირი ხალხი, იცოდე, გულზე არ ეხატება.

მე წამოვდექი საწოლიდან და მუშტები მოვიმარჯვე.

– მოდი, შევაგულიანე მე, მოდი ვიჩხუბოთ!

უცებ მომიახლოვდა და  მთხლიშა მუშტი. თვალებიდან ნაპერწკლებიგადმომცვივდა და ბინდი ჩამოწვა, ისევ ძლიერად დამარტყა. მე ვეღარაფერივიგრძენი. იატაკზე ვეგდე. მერე კი წამოვდექი.

– უმჯობესია მომკლა, – ვუთხარი მე. – რადგან როცა გავიზრდები უთუოდმოგ¬კლავ!

შემდეგმა დარტყმამ საწოლის ქვეშ შემაგდო. ეს მშვენიერი თავშესაფარი იყოჩემთვის. ავიხედე და ზამბარები დავინახე და ეს ზამბარები იმ წუთშიჩემთვის ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ. შემდეგ სიცილი ამიტყდა, ეს იყოპანიკური სიცილი. მე ვიცინოდი და ვიცინოდი, და უცებ ასეთმა აზრმაცგამიელვა თავში, იქნებ სიმფსონმა მართლა გაჟიმა პატარა გოგო ჩემი სახლისქვეშ?

ეშმაკმა დაგლახვროს, რა გაცინებს? მიყვიროდა მამაჩემი. შენ ნამდვილადსატანას ძე ხარ, შენ არ ხარ ჩემი შვილი!

მან ხელი საწოლის წვეშ შემოყო და ძებნა დამიწყო. ხელი შემეხო და უცებმე  ორივე ხელები ვტაცე მის ხელს და მთელი ძალითა და ღონით  ვუკბინე.საშინელი ღრიალი გაისმა და მან ხელი უკან გამომგლიჯა. პირში უმი ხორცისგემო ვიგრძენი და გადმოვაფურთხე. სიმფსონი კი გადაურჩა სიკვდილს,მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი დღეები იყო დათვლილი.

– კარგი. – გავიგე როგორ თქვა მამაჩემმა წყნარად. – აი, ახლა კი ნამდვილადვერ გადამირჩები, ღმერთი იყოს მოწმე, ბოლოს მოგიღებ…

მე მოლოდინში ვიყავი და გავისუსე, და ამ ლოდინში საოცარი ხმებიმესმოდა. მესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, მოძრავი მანქანების ხმები, მესმოდა ჩემიგულის ცემა და ჩემი სისხლის მოძრაობა მთელს სხეულში. მესმოდა მამაჩემისსუნთქვა. საწოლის ქვეშ, შუაგულში გადავინაცლე და ველოდებოდი რამოხდებოდა…

მთარგმნელი: თინა აგნუსი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s