პოლ ლაფარგი – მრწამს და აღვიარებ

მრწამს და აღვიარებ,რომ კაპიტალი განაგებს თანასწორად სულსა ჩვენსა და ნივთიერებას.

მრწამს ერთი მოგება ძე მისი კანონიერი და კრედიტი სული წმინდა,რომელი მამისგან გამოვალს,მამისთანა და ძისათანა თაყვან იცემების.

მრწამს ოქრო და ვერცხლი,რომელთაც აწამებენ ზარაფ-ხანებში და შემდგომად ცეცხლში წრთობისა,სჭრიან რგოლებად და მოევლინება იგი ამა ქვეყნად კანონიერ ფულად,რომელიცა თავის სიმძიმისა გამო ვერ იტანს ქვეყნად ტრიალს და ჩაეშვება ბანკის სალაროებში,რათა განაცოცხლოს იქ ქაღალდის ფულები.

მრწამს ხუთპროცენტიანი რენტა,აგრეთვე რენტა სამ და ოთხპროცენტიანი და ღირებულებათა თავისუფლად სყიდვა-გაყიდვა.

მრწამს სახელმწიფო ვალების ნუსხა,რაიცა უზრუნველყოფს კაპიტალს ვაჭრობისა,მრეწველობისა და სესხთა საფრთხისაგან.

მრწამს წმინდა და პატიოსანი საკუთრება,ნაყოფი სხვათა შრომისა და ხელუხლებელი უკუნითი უკუნისამდე.

მრწამს აუცილებლობა სიღატაკისა,ვინაიდან იგი არს მომწოდებელი მუშა ხელისა და დედა ზედმეტ მუშაობისა*.

მრწამს მარადისობა დაქირავებული შრომისა,რომელიც ანთავისუფლებს მუშას საკუთრების მოვლა-პატრონობისგან.

მრწამს გადიდება სამუშაო დღისა,შემცირება ხელფასისა და აგრეთვე ფალსიფიკაცია სანოვაგისა.

მრწამს წმინდა მცნება : ვიყიდო იაფად და ვყიდო ძვირად.

მრწამს აგრეთვე პრინციპები ჩვენის წმინდა ეკლესიისა:ოფიციალურ პოლიტიკურ ეკონომიისა.

*ზედმეტი ღირებულების წყ

პოლ ლაფარგის წიგნიდან “კაპიტალის სარწმუნოება”.1923 წ.

თარგმანი: ნორიკ ბადოიანი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s