კირილ მედვედევი — * * * (არც ისე დიდი ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი ანისა )

არც ისე დიდი ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი ანისა
ვიყავით წვეულებაზე
სადაც ძირითადად იყო
ახალგაზრდა ბურჟუაზიული ინტელიგენცია-
დიზაინერები,პოპულარული ჟურნალების
ჟურნალისტები
და ასე შემდეგ.
და ანისა შემდეგ გამომიტყდა,
რომ მისთვის ასეთი საზოგადოება მოსაწყენია
მე კი მას ვუთხარი:
„არაუშავს,არაუშავს
მალე შენ მიიღებ უმი „დოსტოევშინკის“ ნაჭერს
გარნირის გარეშე”
ასეც მოხდა:

რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ მოვხვდით
ჩემი ერთი ძველი ნაცნობის დაბადების დღეზე
ნიჭიერ უიღბლოთა საზოგადოებაში,
სადაც სახალხოდ აწყობდა ისტერიკას ეს ჩემი ძველი ნაცნობი
ბინის პატრონი:
ის ყველას თანდასწრებით კიოდა,
რომ ქმართან გაშორებას აპირებს
თავს ესხმოდა მას
იმისთვის რომ მან,თითქოს და,სცადა მისი ცემა
გასულ ღამეს,
ის წყევლიდა მას
იმისთვის რომ ბევრს სვამს,
მის ხელფასს სასმელში ხარჯავს,
და იმისთვის-
რომ ის მხოლოდ გაზეთებს კითხულობს
მე კი ვისმენდი ამ ყველაფერს
და მე მაცახცახებდა,
მაკანკალებდა
უძლურებისგან
და დახმარების შეუძლებლობისაგან,
ვინმეს ნუგეშის
და ვინმესთვის დახმარების
შეუძლებლობისაგან-
არც მისთვის,არც ჩემთვის,არც მისი ქმრისთვის-
უპირველს ყოვლისა.

თარგმანი: ნორიკ ბადოიანი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s