კესო კვარაცხელია – ჩანახატები

Title.

******

წყლის ქვეშ ვარ. სხეული მოდუნებულია. დანაოჭებული. მსიამოვნებს წყლისგან დეფორმირებული კანის შეხება.

 

მინდა ახლოს მყავდე და ერთად ვიძირებოდეთ. წყალში არა.

მტკივა ის რომ აქ ხარ, გვერდზე.მაგრამ იმდენად შორს ხარ, რომ სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია ავღწერო.

რა ბანალურობაა.ერთ დროს ამასაც ვერ ვიტანდი.

ახლა ვიტან ყველაფერს,მაგრამ ვერავის.

მე აღარ ვსუნთქავ.

შენ.

შენ კი მხოლოდ მე გჭირდები.       არარაობა ხარ. კარგად იცი.

მე ახლა მივხვდი.

მეჭიდები. წყლის სიმკვრივეს ებრძვი, რომ არ დავიღალო. ეს შენი მაქსიმუმია.

სივრცეაუკიდეგანო. თუმცა აქაც ვერ გიპოვია ის სიტყვა/ქმედება, რომელიც ისევ გამასულელებს. შემაყვარებს შენს თავს თავდაუზოგავად,ისევე როგორც ეს წლების წინ ხდებოდაწამის მეათასედების და საუკუნეების განმავლობაში.

მართლაც რომ საოცარი მელოდიაა.

ცურვა არ ვიცი, მაგრამ აქედან ამოვდივარ.

შენ პები, რა თქმა უნდა, უჩემოდ.

პაკა.

_________________________________________

                                            **********************

მიტოვებულ სახლში, ძველი შპალერის მსგავსად,რომელსაც წლებია არარსებული ფანჯრებიდან აწვიმს. უამრავი ტკივილისა და ბედნიერების მომსწრე. ხანშიშესულია, თუმცა თავის ელფერს არ კარგავს. მზისგან გაცრეცილი.
ასეთივეა ჩვენი გრძნობა. ჩვენი არა, ჩემი.  აღარც ვიცი, გელოდები თუ არა.

სიტუაცია და გრძნობა -უსათაუროა . სარჩევშიც არარსებული მონატრება კი, ‘’სტამბაში’’ მომუშავე, გონებაგაფანტულ მბეჭდავს ბრალდება.

თურმე რამდენი რამის წერა შეიძლება შენზე. ჩვენზე. ამ ყველაფერზე. ან არაფერზე.
აზრები ლამობენ გაქცევას. თავის ქალის ახდას და თავისუფლებას. მაგრამ ჩემი ‘’მე’’ (უკვე მერამდენე აღარვიცი) მედგრად დგას. თუ ზის, ჰეჰ.
თვალები მტკივა. მტკივა გულიც, ყელიც.
აუცილებლად მიშველიდი აქ რომ იყო. აუცილებლად მოხვიდოდი,რომ იცოდე როგორ მაკლიხარ. მაგრამ არ იცი, შენ არაფერი არ იცი.
ახლა ალბათ ჩემზე ფიქრობ.

სხვა ქალთან ალერისას გგონია,რომ მე ვარ ის. მე, მე. მარტო მე. გკლავს ჩემი დაუფლების სურვილი, მაგრამ არ შეგიძლია. არ გინდა,რომ შეგეძლოს.
არც კი მეხები. შორს ხარ. ზოგჯერ ჩემს ოთახშიც. მე ვერ გხედავ. გგრძნობ. შენ კი მიყურებ და დამცინი.

მენატრება.
შენი თითები. თითები- ზეციური,ღვთიური. ღმერთმა ალბათ ყველაზე დიდხანს შენზე იმუშავა. საგულდაგულოდ გამოძერწა თითოეული ნაკვთი.

მიუხედავად იმისა,რომ არ ვიცი ვინ ხარ. ვიცი რომ იქნები.  ოდესღაც. აქ, ჩემთან.
არ დავიძინებ. შენ გიყურებ. გიდარაჯებ. ჩემი ოთახის ფანჯრებიდან მომზირალ მთვარესაც არ მივცემ შეხედვის უფლებას. შენს თავს. შენ მხოლოდ ჩემი ხარ ! პირადი საკუთრება.
ჩემი   კერპი და რწმენა.
რელიგია და სამშობლო.
საკვები და წყალი.
ფლორა და ფაუნა.
ტყუილი და სიმართლე.
დედა და მამა.
დაბადება და სიკვდილი.

სული და ლეში.     

ვიცი,  ჩემს ცხოვრებაში დაიბადები.  

__________________________________________

                ****************                

მკლავს იმედი.
მკლავს ფიქრი.
მკლავს შაურმის სუნი.
მკლავს არაფრისმთქმელი თვალები.
მკლავს უსამართლობა.
მკლავს ბაბუაჩემის ნაბიჭვარი როჟა.
მკლავს ღიპიანი,ბანჯგვლიანი,ზოოფილი,ტიპიური კახელი კაცი.
მკლავს სიძულვილი ნარკომანების მიმართ.
მკლავს მომენტი,როცა ღამე კოღოს ვერ ვკლავ.
მკლავს ბიჭის ხამი თინეიჯერების ყურება.
მკლავს ყველა ჩემი ყოფილი.
მკლავს მონატრება.
მკლავს სიძულვილი.
მკლავს კალიების შიში.
მკლავს ქათმის ბრჭყალების ყურება.
მკლავს უინტელექტობა.
მკლავს უგემოვნობა.
მკლავს ქართველი ”პრადვინუტი” ნაროდი.
მკლავს ჩემი მეზობელი.
მკლავს ფუჭი ლაპარაკი.
მკლავს ძალით ”როცკერი” ბავშვი.
მკლავს სიბინძურე.
მკლავს ლოდინი.
მკლავს ბოლო ღერი.
მკლავს იმენო ქართული პოლიტიკა.
მკლავს უწყლობა.
მკლავს უფულობა.
მკლავს ხმაური.
მკლავს ყველა ”პროფილის” სუჩკა რესპოდენტი.
მკლავს ოცნება.
მკლავს 109-ის ლოდინი.
მკლავს სიყვარული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s